ამომრჩეველთა აქტივობის გენდერული სტატისტიკა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისთვის
საზოგადოება - 21:38, 17 Jul, 2014     2787
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში, 12 ივლისს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქალთა მონაწილეობის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლის უმრავლესობა იყო ქალი და შეადგინა საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 53,91% . სულ ხმა მისცა 332, 865-მა ქალმა ამომრჩეველმა.
ქალი ამომრჩევლების მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა თბილისი - 57%. დედაქალაქის ათივე ოლქში ქალი ამომრჩევლების აქტივობის მეტნაკლებად ერთნაირი მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და საშუალო აქტივობა მერყეობდა 55-59%-ს შორის. რაც შეეხება რეგიონებს, აქ არჩევნებში მისული ამომრჩევლების 51% იყო ქალი. ქალები ყველაზე აქტიურები იყვნენ რუსთავში 54.79%, ოზურგეთში 54,38%, და მარტვილში 52.29%. ცესკომ ასევე შეადარა არჩევნებში მისული ამომრჩევლების რაოდენობა მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.
სულ რეგისტრირებული ქალი ამომრჩევლებიდან 12 ივლისს ხმა მისცა 35%-მა. თბილისში არჩევნების მეორე ტურში რეგისტრირებულ ქალ ამომრჩეველთა 34% მივიდა. რაც შეეხება რეგიონებს, არჩევნებში რეგისტრირებული ქალი ამომრჩევლების 36%-მა მიიღო მონაწილეობა.
შედარებით მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა ხონი 61%, თიანეთი 53% და თერჯოლა 52%. რაც შეეხება ქალ კანდიდატებს, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებში, დამატებითი დაფინანსების მისაღებად კანონით დადგენილი გენდერული ბალანსი ორმა საარჩევნო სუბიექტმა დაიცვა: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“. ამომრჩეველთა აქტივობის გენდერული სტატისტიკა ოლქების მიხედვით / 12 ივლისი, 2014 რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების გენდერული სტატისტიკა /




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42