ეროსი კიწმარიშვილს კვირას დაკრძალავენ
საზოგადოება - 12:44, 17 Jul, 2014     1575
ეროსი კიწმარიშვილს კვირას დაკრძალავენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

როგორც გარდაცვლილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა იარაღი, რომელიც შემთხვევის ადგილიდანაა ამოღებული ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, თუმცა როდის იქნება ექსპერტიზის პასუხები ეს ჯერჯერობით უცნობია.

კიწმარიშვილის ოჯახი კვლავ რცება პოზიციაზე, რომლის შესახებ განცხადება მათ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელეს. ოჯახი არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას და აცხადებს, რომ საქმეში არსებობს ბევრი კითხვა, რომელსაც გამოძიებამ პასუხი დროულად უნდა გასცეს.

„ახალი დეტალების თაობაზე არ ვარ საქმის კურსში, თუ რამე მნიშვნელოვანი იქნა ბუნებრივია დავინტერესდებით და გავეცნობით. ველოდებით გამოძიებას და ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს“, - განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.

ოჯახის წევრები თვითმკვლელობას კიდევ ერთ დეტალზე დაყრდნობით გამორიცხავენ. ზურაბ კიწმარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს ღვედი ეკეთა. მისივე თქმით, ეროსი კიწმარიშვილი იჯდა საჭესთან, ეკეთა ღვედი და მანქანის ფარები იყო ანთებული.

„მე ვნახე იარაღი, რომელიც, როგორც ამბობენ მიბჯენით იყო გამოყენებული, მასზე არ იყო სისხლის კვალი, მე სხვაგან ყველგან ვნახე სისხლი, მთელს მანქანაში და იარაღი მომეჩვენა სუფთა, საკმაოდ ახლოს ვნახე და ეს იყო ჩემთვის უცნაური დეტალი“,- აღნიშნა ზურა კიწმარიშვილმა.

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს.


ნინა გოლოშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42