თიბისი ბანკის კლიენტი მეწარმეები საკონსულტაციო დახმარებას მიიღებენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:34, 16 Jul, 2014     2735
თიბისი ბანკის კლიენტი მცირე და საშუალო საწარმოები ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას უცხოელი კონსულტანტებისგან მიიღებენ. ამის შესაძლებლობას მათ თიბისი ბანკის ”ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა” და ჰოლანდიური ტექნიკური დახმარების პროგრამა PUM Netherlands senior experts აძლევთ.

როგორც ,,ნიუპოსტს“ თიბისი ბანკიდან აცნობეს, ტექნიკური დახმარების პროგრამაში მოსახვედრად საწარმოებმა სპეციალურ კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა. კონკურსის შედეგად 10 კომპანია შეირჩევა, რომელთაც საშუალება მიეცემათ რამდენიმე კვირით, მინიმალური დანახარჯით, თავიანთი ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისათვის მოიწვიონ ჰოლანდიელი სპეციალისტები და კონსულტანტები, ხოლო მეორე ეტაპზე, ჰოლანდიაში სტაჟირებაზე მიავლინონ თავიანთი თანამშრომლები.

კონსულტაციები, რომლებსაც ქართველი მეწარმეები მიიღებენ საქართველოში და ჰოლანდიაში, მოიცავს როგორც ტექნიკურ, ასევე მენეჯმენტის საკითხებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანია აუცილებელია აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა ჰყავდეს მინიმუმ 10 თანამშრომელი, ჰქონდეს საქმიანობის მინიმუმ 2-წლიანი ისტორია და იყოს თიბისი ბანკის მსესხებელი კლიენტი.

ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში კონკურსის შედეგად შესარჩევი პრიორიტეტული დარგებია მრეწველობა (მათ შორის ნებისმიერი ტიპის წარმოება და გადამუშავება) და სოფლის მეურნეობა.

PUM Netherlands senior experts, რომელსაც ნიდერლანდების მთავრობა აფინანსებს, სხვადასხვა დარგის 3000-ზე მეტ სპეციალისტს, ექსპერტს, მენეჯერს, მეწარმეს და კონსულტანტს აერთიანებს, რომლებიცუკვე 30 წელია ხელს უწყობენ მეწარმეობის განვითარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.

თიბისი ბანკი, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებასა და განვითარებაზე, ამჯერად, საკუთარი კლიენტების წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ჰოლანდიურ პროგრამასთან იწყებს თანამშრომლობას. ბანკი აპირებს შემდგომშიც გააგრძელოს ამ სექტორისთვის სასარგებლო პროექტების ინიცირება და შეთავაზება.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, რომლებიც მონაწილეობის კრიტერიუმებს შეესაბამებიან, უნდა შეავსონ tbcbusiness.ge –ზე განთავსებული სააპლიკაციო განაცხადი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42