სამების ტაძრის მოძღვარი მამა ელიზბარი ჯგუფ „ბანთან“ დაკავშირებით არსებულ სკანდალზე კომენტარს აკეთებს. მამა ელიზბარმა ამის შესახებ კომენტარი „ალიასთან“ საუბრისას გააკეთა:
„ბანი“ რომაა ანსამბლი, ქალები რომ ჰყავთ ჩაკუზული და რამპატაური რომ მიდის? ამას რომ ვამბობ, მე, ერთ უბრალო პირს, მრცხვენია, მაგრამ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ხელის მოწერამ, რაც იმ ახვარმა პარლამენტარებმა გააკეთეს, ე, იმან გამოიწვია „ჯიდიესის“ ეს ამბავი! და იცით ხალხმა რა დაარქვა ამ ჯგუფს? ამ „ბანს“? მაპატიოს უფალმა, „ტრაკბანი“! და ეს გოგონები ვინ არიან თუ იცით?
გეტყვით, ცნობილი მსახიობის ცოლია ის წითელთმიანი და ცნობილი პროდუსერის ცოლია ჯინსის მოკლე შარვლიანი და მათ გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ, თორემ ეგეც ვიცი, როგორც მითხრეს, ამ მსახიობებს კაი მაყუთი აქვთ აღებული ივანიშვილის ტელევიზიიდან, დუნდულებზე რომ დაეკრათო, აი, ასე!“, - აცხადებს მამა ელიზბარი „ალიასთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






