,,ეროსი კიწმარიშვლმა დამირეკა გუშინ საღამოს, მას უნდოდა ჩემთან შეხვედრა. დილით უნდა შევხმიანებოდი და ვინაიდან პრაიმტაიმში იყო სარედაქციო თათბირი, ვერ მოვახერხე მასთან შეხმიანება, ვაპირბდი მოგივანებით მასთან დაკავშირებას. ჩვენ ვილაპარაკეთ ერთი საათი ძალიან ბევრ თემაზე. ძირითადი საუბრები გვქონდა მედიასა და ხელისუფლების ურთიერთობებზე, მან საუბარში აღნიშნა თვის გეგმებზე, მაესტროზე, რუსთავი 2-ზე იმედზე გვქონდა საუბარი. მაესტროსთან მას ჰქონდა სასამართლო დავა, რუსთავი 2-თან დაკავშირებით ის თვლიდან, რომ დაიბრუნებდა და თვლიდა, რომ ის იყო მისი ტელევიზია, თუმცა რეალურად ხედავდა სიტუციას და ამბობდა, რომ ამის პერსპექტივა მომავალში შეიძლება არსებულიყო, ამიტომ ის თვლიდა, რომ გაეკეთებინა ,,დოჟდის“ მაგვარი პროექტი, იყო ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, ძაან ენერგიული. ამიტომ ჩემთვის იყო შოკი და მოულოდნელობა, თვითმველობის ვერსია ჩემთვის დაუჯერებელია, მან რამდენიმე დიდი პოლიტიკური პარტია წააგო თავის კარიერის დროს და არ ჩავარდნილა დეპრესიაში, ის უცდიდა თავის დროს და თვლიდა, რომ დადგებოდა მისი დრო. მიჭირს ეხლა რამის თქმა, ალბათ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რა მოტივს შემოგვთავაზებს. აქვე უნდა ვთქვა, რომ ეროსი არ იყო მარტივი ადამიანი, მას ჰქონდა ძალიან მრავალმხრივი ურთიერთობები, იყო კონფლიქტური და ავანტიურისტიც, მიჭრს ეხლა რაიმეს დაჯერება. ჩემთვის ეს მკველობას უფრო ჰგავს“
მასალის გამოყენების პირობები






