„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას პასუხობს, რომელიც ამ უკანასკნელმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა:
„დღეს წულუკიანმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ სპეკულაციებისგან თავი შეიკავოს, თავად ის და მისი გუნდი წინამორბედ მთავრობას ყოველგვარი გამოძიების გარეშე ამხელდა ყაჩაღობაში, უწოდებდა მონსტერბს და მკვლელებს. ცხადია ქალბატონი თეას და მისი გუნდის უსაქციელობა არ ახსნის სხვის უსაქციელობას და არ გაამართლებს არცერთ შემთხვევაში, მაგრამ ერთია, როდესაც ხელისუფლება გამოძიების გარეშე ავრცელებს ჭორებს ფაქტობრივად და მეორეა, როდესაც მედია იქნება ეს, ოპოზიციური პარტიები თუ სამოქალაქო სპექტრის წარმომადგენლები სვამენ კითხვებს, ამ კითხვებს კი პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






