საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა და შესაძლებელია, რომ ტარიფი უმნიშვნელოდ გაიზარდოს.
"ტარიფი მნიშვნელოვნად ნამდვილად არ გაიზრდება, თუმცა, გარკვეული ოპტიმიზაციის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც კომპონენტები გაიზარდოს. ახლა მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი გადაანგარიშება ყველა იმ კომპონენტის, რომელიც ტარიფის შემადგენლობაში შედის. შედეგზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ძალიან ბევრი კომპონენტია. შემიძლია გითხრათ, რომ ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა ნამდვილად არ მოხდება. ამის გარკვეული წინამონახაზები არსებობს, მაგრამ თუმცა გარკვეული ოპტიმიზაციის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც კომპონენტები გაიზარდოს", - განაცხადა ვალიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






