საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნის ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს განსაკუთრებულად ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მდებარე ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღნიშნავენ, რომელიც კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის სახელზეა აშენებული.
წირვაზე დადიანების სასახლის მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი და რამდენიმე წმინდანის წმიდა ნაწილი გამოაბრძანეს და მომლოცველებს სიწმინდეებთან მიახლოების შესაძლებლობა მიეცათ. მოგვიანებით სიწმინდეებს მსვლელობით ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გადააბრძანებენ. 10-15 წლის წინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფელი საზოგადოებისთვის უცნობი იყო.
საბჭოთა პერიოდის შემდეგ გაირკვა, რომ სიწმინდე ზუგდიდის დადიანების სასახლეში ესვენა. ისტორიული წყაროების მიხედვით, წლების განმავლობაში ის ძირითადად ხობის მონასტერში იყო დაბრძანებული.
მასალის გამოყენების პირობები






