ექსკლუზივი: უცნობი დეტალები პოლიტიკოსებზე და გადარჩენილი არქივი - ინტერვიუ კერძო დეტექტივთან
საზოგადოება - 12:15, 15 Jul, 2014     9426
ვინ არის კერძო დეტექტივი? კერძო დეტექტივის ინსტიტუტი საქართველოში არც თუ ისე დიდი ხანია არსებობს. ეს ის თემაა, რომელზეც უმეტეს შემთხვევაში ხმამაღლა არ საუბრობენ. თუმცა „ნიუპოსტი“ შეეცადა უფრო მეტად ჩაეხედა ამ სფეროში და ამ საინტერესო პროფესიის შესახებ მკითხველისთვის უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა.

მარტივად რომ ვთქვათ, კერძო დეტექტივი არის პიროვნება, რომელიც ასრულებს კერძო შეკვეთებს ფიზიკური თუ იურიდიული პირებისაგან ამა თუ იმ თემატურ საკითზე. დამკვეთი კი თავის მხრივ ანაზღაურების ფასად ოჯახის წევრების, ბიზნესპარტნიორებისა და საყვარლების ცხოვრების დეტალებს იკვლევს.

„ნიუპოსტი“ აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ ორგანიზაცია „ჰაბლის“ დირექტორს, კერძო დეტექტივს ავთანდილ ველთაურს ესაუბრა:


- როგორ მოდის დამკვეთი თქვენამდე?

- ჩვენამდე დამკვეთი თავისით მოდის, თავად დამკვეთი სადღაც რეკლამას გვიკეთებს, მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან…შემდეგ დამკვეთს დამკვეთი მოჰყავს და ა.შ

- თუ ყოფილა შემთხვევა რომ დამკვეთისთვის უარი გითქვამთ?

- არის მომენტები, როდესაც დამკვეთს უარს ვეუბნებით. ბოლო შემთხვევას გავიხსენებ, მოვიდა რძალი, შემდეგ დედამთილი, აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანი მსუბუქი ყოფაქცევის იყო. როდესაც ასეთი შემთხვევაა, ჩვენ გვიწევს უარის თქმა, წმინდა ადამიანური და ეთიკური თვალსაზრისით, ასეთი რამ არ უნდა მოხდეს, რომ ორივე დამკვეთს, რძალ-დედამთილს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია მიაწოდო.

სხვა შემთხვევაში, ანუ როდესაც დამკვეთის საქმის შესრულებას წინ არაფერი არ უდგას, შემკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე გააჩნია რას გვიკვეთავს, რა სირთულისაა, რა ხანგრძლივობისაა, იმის მიხედვით ვარჩევთ რა არის გასაკეთებელი, შემდეგ ვადგენთ გეგმას, ვაძლევთ კერძო დეტექტივს დავალებას, ამის შემდეგ კი შემდეგ ხდება შესრულება.

- დაახლოებით, რა თანხა უჯდებათ კლიენტებს კერძო დეტექტივის მომსახურება?

- საფასურის ოდენობის განსაზღვრა საქმის სირთულიდან გამომდინარე, ასევე საქმის ხანგრძლივობის და თავად ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ხდება. ჩვენ შეგვიძლია დამკვეთს სურვილი ოთახიდან გაუსვლელად შევუსრულოთ, ინტერნეტის საშუალებით და ამაში 100 ლარი ავიღოთ, დანარჩენი, როცა სერიოზულ საქმეზე ვდგავართ დღეში 300 დოლარიც ყოფილა.

- თემა, რომელიც დამკვეთებს ყველაზე მეტად აინტერესებთ..

- ყველაზე მეტად მაინც პირადი ცხოვრება აინტერესებთ, მეუღლის, შეყვარებულის, საყვარლის, საყვარლის საყვარლის და ა.შ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაკარგული ადამიანის ძებნა უთხოვიათ, ძალიან ხშირად მოგვიძებნია, ზოგი დაღუპული, ზოგი ჯანმრთელობა შერყეული, გაქცეული ბავშვები და ა.შ.

- რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ობიექტმა გაიგო, რომ უთვალთვალებენ...

- პირველ რიგში, ერთ საქმეზე უნდა იმუშაოს ერთმა დეტექტივმა, მაქსიმუმ ორმა, 2 დეტექტივი მუშაობს მაშინ, როდესაც მსხვილ საქმესთან გვაქვს შეხება. წესით, ერთმა დეტექტივმა არ უნდა იცოდეს მეორე დეტექტივის საქმე, მხოლოდ და მხოლოდ ის უნდა იყოს იმ საქმეზე მიმაგრებული. რომ მოხდეს ინფორმაციის გაჟონვა, ის არის პასუხისმგებელი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დამკვეთს თანხას ათმაგად ვუბრუნებთ. ამიტომ ჩვენ ინდივიდუალურად ვიბარებთ დეტექტივებს, მთლიანად ვუხსნით საქმის არსს, მიგვყავს ობიექტზე და ვაბარებთ საქმეს.

- არსებობს თუ არა კერძო დეტექტივის ინსტიტუტში დაუწერელი კანონები?

- დიახ, ჩვენ ჩვენი პირადი ზნეობრივი ნორმები გაგვაჩნია. დაუწერელი კანონია ასევე ის, რომ რასაც ჩვენ ვერ გადავამოწმებთ, ის ჩვენმა დეტექტივმა არ უნდა გამოტოვს. დავუშვათ დეტექტივი გავუშვით საზღვარგარეთ და ჩვენი მხედველობის არეში არაა, ის იცავს დაუწერელ კანონებს. კერძო დეტექტივს ეკრძალება ტყუილი, ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც არ ეპატიება, არც ჩვენთან და არც კლიენტთან.

ჩვენთვის ასევე მიუღებელია, ორმაგი თამაში. ჩვენთან არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, მაგრამ მსმენია. ეს არის ყველაზე დიდი უზნეობა, რაც კი შეიძლება ამ სფეროში არსებობდეს.

- რა არის თქვენი მთავარი იარაღი?

- ჩვენი იარაღი არის სიტყვა.

- რა აუცილებელ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კერძო დეტექტივი?

- დეტექტივს საჭიროა ჰქონდეს ლოგიკა, ფანტაზიის უნარი, ჰქონდეს მოთმინება, დედუქციის უნარი, შეეძლოს ანალიზის გაკეთება. ასევე საყურადღებოა ვიზუალიც, უნდა შეეძლოს გარდაქმნა.

შესაძლოა დეტექტივს არ ჰქონდეს დიპლომი და საშუალო განათლებაც კი, მაგრამ იყოს ძალიან კარგი დეტექტივი; შესაძლოა არ ჰქონდეს იურიდიული განათლება, მაგრამ იყოს მაგარი დეტექტივი. ქალებს რაც შეეხება, სხვათაშორის ამ საქმეში კარგად მუშაობენ, რადგან ქალის თვალი უფრო მახვილია.

- დამკვეთის ერთი თხოვნა და თქვენი მარტივი პასუხი...

- განვიხილოთ ასეთი მაგალითი, როდესაც დამკვეთი მოდის და გვეუბნება, მაინტერესებს, რას აკეთებს ჩემი შვილი როდესაც ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ არ არის.. ვეუბნებით: აიღე ტელეფონი, აჩუქე ბავშვს, დაჯექი მერე კომპიუტერთან წყნარად და ყველაფერს გაიგებთ, მესიჯები, ზარები.. ბავშვს გამორთულიც რომ ჰქონდეს ტელეფონი, დამკვეთს მაინც ესმის იქ რა ხდება.

- ამ ყველაფერს როგორ ახერხებთ?

- არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც მისი ჩატვირთვის შემთხვევაში გარკვეული სისტემის ტელეფონებზე მუშაობს. აქ არის კანონდარღვევის თემა, ტელეფონი ვისი საკუთრებაა და როგორ შეიძლება მასში ჩატვირთვა, ეს თუ დარეგულირდა სამართლებრივ ჩარჩოებში მაშინ ჩვეულებრივად მოქმედებს აუდიო, ვიზუალური, ზარები და ა.შ. ტელეფონიდან მოდის ყველანაირი ინფორმაცია.

- სატელეფონო კომპანიებთან თუ გაქვთ შეხება?

- არა, ჩვენ მათთან არ ვთანამშრომლობთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პროფესიული საიდუმლოებები, რომლის გამჟღავნების შემთხვევაში ყველაფერი აზრს დაკარგავს. ჩვენ ვმუშაობთ კანონის ფარგლებში, მათთან თანამშრომლობა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს.

- პოლიტიკოსებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? თუ მოსულან თქვენამდე?

დიახ, იყო რაღაც შეკვეთები, გვქონია სამთავრობო შეკვეთები და შეგვისურლებია, მაგრამ ეს იმდენად დახურულია სახელის, გვარის და თემის თქმის უფლება არ მაქვს. თუ კი იქნება შეკვეთა, ჩვენ შევასრულებთ, მაგრამ ის, რომ გავავრცელებთ ვიღაცის საშანტაჟოდ, არც პოლიტიკოსებს და არც სხვებს არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული მასალები კანონსაწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების მხრიდან საქმე კონკრეტულ ადამიანებს ეხებოდა. ზოგადად, შემკვეთს ჩვენ ვუყენებთ პირობას, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსი იქნება თუ არაპოლიტიკოსი. ვუყენებთ პირობას, რომ ჩვენს მიერ მიღებული და მოპოვებული ინფორმაცია არ შეიძლება იყოს გამოყენებული კანონსაწინააღმდეგოდ, ანუ სხვისი უფლებების შესალახად. ამაზე ვაწერინებთ ხელს და თუ ეს მაინც მოხდა მას ვაგებინებთ პასუხს.

- პოლიტიკოსები მოდიან პოლიტიკოსზე თუ პირადზე?

- პოლიტიკოსები მოდიან პირადზე, ძალიან იშვიათად არის პოლიტიკურ ფიგურებზე.

- თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ თქვენმა გამოძიებულმა საქმემ, პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა მოახდინა?

- კი, ეს იყო დაახლოებით 2 წლის წინ, ზაფხული იყო..

ანუ ძველი მთავრობის დროს, წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში..

დიახ, იყო რაღაც ასეთი.

- თუ არსებობს კანონი კერძო დეტექტივის საქმიანობის შესახებ?

- დღემდე არ არის მიღებული კანონი კერძო დეტექტივის საქმიანობის შესახებ. გასული წლის 90-იან წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძალიან მცირე დროით დაუშვა პრეცენდენტი, მაგრამ იმ პერიოდში, საბჭოთა კავშირის დროს, რა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებდნენ. დღეს კი მე მიკვირს დღევანდელი ხელისუფლების, თუკი გვინდა დასავლური ცივილიზაცია, დასავლური ცხოვრება, უნდა არსებობდეს კანონი კერძო დეტექტივის საქმიანობის შესახებ.

ჩვენ წლების მანძილზე მთავრობას ვთავაზობდით თანამშრომლობას, კანონპროქტზე მუშაობას, მაგრამ მათგან მხოლოდ იგნორირება...

სიმართლე გითხრათ, ახალმა მთავრობამ, თვითონ პოლიტიკური ნება თუ არ გამოავლინა ჩვენგან მაინცდამაინც პიროვნულად, თვითონ კომპანიას დიდი ზიანი არ გვადგება, რომ კანონი არ არსებობს. არსებობს სხვა ნორმატიული აქტები, რომელიც არეგულირებს ამ სფეროს და შეესაბამისად ჩვენი საქმიანობით კანონი არ ირღვევა.

მაგალითად, ხმაურიან საქმეებზე რომ დადებულიყო ალტერნატიული გამოძიება, ხომ არ იქნებოდა ამხელა ეჭვები და კითხვის ნიშნები? იმიტომ რომ მოსამართლეს უდევს მხოლოდ ერთი დასკვნა, თუ იქნება ალტერნატიული გამოძიება, მოსამართლეს ექნება მეორე საწინააღმდეგო ან ანალოგიური გამოძიების საბუთი. ამ დროს სასამართლო სამართლიანობას აღადგენს სამართლიანად. გადაწყვეტილება იქნება უფრო ობიექტური ვიდრე ერთი გამომძიებლის მიერ დადებული საქმე.

ეს საქართველოს სჭირდება, სახელმწიფოებრიობას სჭირდება ალტერნატიული გამოძიება, კერძო დეტექტიური გამოძიება, ეს აუცილებელია, დღეს იქნება თუ ხვალ იქნება მივალთ იმ შეგნებამდე, რომ ეს უნდა დაიდოს, მაგრამ ჯერჯერობით რატომღაც თავს იკავებენ.

თუკი არის ისეთი საქმე, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე, კერძო შეკვეთებს ჩვენ საიდუმლოდ ვინახავთ.

“ნაციონალების“ მხრიდან იყო მცდელობა არასანქცირებულად მოეპოვებინათ ჩვენი არქივი და ძალიან ძვირი დაგვიჯდა, რომ ჩვენ ეს არქივი გადაგვერჩინა, დაახლოებით 1000-მდე საქმე, რომელიც კერძო ცხოვრების ამსახველია. მცდელობა იყო ძალოვანი სტრუქტურებისგან.

- და დღევანდელი მთავრობა?

- დღევანდელ მთავრობას რაც შეეხება, ისინი არ ინტერესდებიან ჩვენი საქმიანობთ, ვართ ჩვენთვის, ავტონომიურად. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ჩვენი გზების გადაკვეთა არ მოხდეს, არ ვარღვევთ კანონს, შესაბამისად ისინიც არ ინტერესდებიან ჩვენით. ჩვენ სისხლის სამართლებრივ პორცესებში თითქმის არ ვმონაწილოებთ, შესაბამისად ვერც გადავიკვეთებით ვერანაირად.

- თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ თქვენ თავად გამხდარხართ დაკვირვების ობიექტი?

- კი, რა თქმა უნდა. რამდენიმე დღის წინ ჩვენთან მოვიდა ორი მამაკაცი, მე მათ პირდაპირ ვუთხარი, რომ ისინი ჩვენი კლიენტები არ იყვნენ, მათ რა თქმა უნდა იუარეს, ხომ უნდა ვიცოდეთ ჩვენ შეკვეთას როგორ შეასრულებთო, მაგრამ ჩვენ გავშიფრეთ ის, რომ ისინი იყვნენ უშიშროების ყოფილი წარმომადგენლები, რომლებსაც ახლა უნდათ კერძო დეტექტივობა და უნდოდათ მოეპარათ ჩვენგან ინფორმაცია, მუშაობის სპეციფიკა და .ა.შ.

ყოფილა შემთხვევა, რომ უთვალთვალიათ ჩვენთვის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ადვილად იშიფრებიან.

- საქმის დასრულების შემდეგ პირადი ინტერესი თუ დაგრჩენიათ კონკრეტული საქმის მიმართ?

- ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება, კლიენტის ნებართვის გარეშე რაიმე ნაბიჯი გადავდგათ, თუნდაც შემდგომი. როცა საქმე დამთავრებულია, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ამბის გაგრძელება, არაფერს არ ვაკეთებთ, რადგან ამ შემთხვევაში შემკვეთის ინტერესი ილახება.

ერთი კურიოზი კერძო დეტექტივის ცხოვრებიდან - 2005 წელს მოსკოვიდან გვქონდა შეკვეთა, ვიცით ქალბატონი არის მეძავი, მაგრამ ვერ დავიჭირეთ, დილით სახლიდან ძაღლთან ერთად გამოდის, კაციც არ გაიკარა, რომ გამოგვეჭირა. აღმოჩნდა, რომ ბორდელი სახლში ჰქონდა გახსნილი. თუ წითელ საცვალს გამოფენდა ე.ი. არ შეიძლებებოდა ასვლა, თუ მწვანეს გამოფენდა ე.ი. კარი ღია იყო. ქვემოთ იდგნენ კაცები და უყურებენ საცვლების ფერებს წითელი იყო თუ მწვანე... დღეში 3-5 კაცი გარანტირებული იყო..

ის რაც გაგიკვირდათ - იყო შემთხვევა, როდესაც მამაკაცს ცოლის ძმისშვილთან ჰყავდა შვილი, ასეთი რაღაცეები ჩემთვის მიუღებელი და ამაზრზენია, ამ დროს ერთად ცხოვრობენ, ოჯახში იზრდება ორი ბავშვი და ერთი ცოლის ძმისშვილისგან ჰყავს, მეორე ცოლისგან...

ასევე ის, რომ ბავშვობის დაქალი ქმართან გღალატობს..

ასევე ჩემთვის საკვირველი და ამაზრზენია შემთხვევები, როდესაც საქმე სასულიერო პირებს ეხება. როდესაც მრევლს ისეთ რამეებს ეუბნებიან და აკეთებინებენ, რაც ყოვლად მიუღებელია.

დამკვეთებიდან სასულიერო პირი თუ ყოფილა?

ისინი ჩვენთან არ მოსულან, თუმცა ჩვენ მათზე გავსულვართ. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც გაუთქვამთ აღსარების საიდუმლო, ეს ყველაფერი თბილისში... ეს ჩვენთვის ძალიან საჩოთირო თემებია. ჩვენ კი ამ ყველაფერს ცივი გონებით ვამუშავებთ, მაგრამ ეს ძალიან მტკივნეული თემაა. ბოლო ხანებში ცოტა გაგვირთულდა საქმე, იმის გამოც, რომ ვეღარ ვიგებთ ღალატის დროს კაცი ქალთან ღალატობს, თუ კაცთან.

მოულოდნელი შემთხვევა - ყოფილა საქმე, როდესაც პირველივე დღესვე დაგვისრულებია, ერთხელ დავკარგეთ ობიექტი, რომელიც ვიცით, რომ ორ საათზე სამსახურში უნდა იყოს, მაგრამ არ არის... გამწარებულები ვართ...უცებ გადავწყვიტეთ, რომ თითო ჭიქა დაგველია, შევსულვართ რესტორანში და ობიექტი იმ რესტორანში დაგვხვედრია.

უცნაური - იყო შემთხვევა, როდესაც ქალბატონს აინტერესებდა, მისი ქმრის სახე, როდესაც დაურეკავდა და ამ დროს, მის გვერდით მისი ქმრის საყვარელიც იქნებოდა. მე ვუთხარი ჩემს დამკვეთს, რომ ამას არ შევუსრულებდი, რადგან ეს ხელშეკრულების პირობებში არ შედიოდა. აინტერესებდა, მის ქმარს როგორი რეაქცია ჰქონდა ცოლის ზარზე, როდესაც საყვარელთან იმყოფებოდა.

იყო შემთხვევა, როდესაც დედა და და იყვენენ დამკვეთები, დაუკვეთეს ბიჭის თვალთვალი. ამბობდნენ მგონი ვიღაც ჰყავსო, არადა უცოლო, 30 წლის მამაკაცი იყო. რომ ვკითხეთ საიდან მიხვდითო, გვიპასუხეს სახლში რომ მოდის, ყოველთვის ბანაობსო.

დასამახსოვრებელი - ერთხელ ერთი ქალბატონი მეგობარ გოგოსთან ერთად გვესტუმრა და დაგვიკვეთა საქმე: რაღაც ჩემი ქმარის ქცევები არ მომწონსო, მე ახლა ისრაელში მივდივარ და თქვენ ამ პერიოდში დაადგინეთ რა მოხდებაო.

ჩვენ დავუყენეთ კამერები, მაგრამ ეს კაცი ძალიან პატიოსნად იქცეოდა, სამსახურში მიდოდა-მოდიოდა და ა.შ. ვერაფერი ვერ შევამჩნიეთ. მხოლოდ დავაფიქსირეთ, რომ ობიექტი მანქანით არაორდინალურად მოძრაობდა, ვგრძნობდით, რომ გვიყურებდა...

ჩვენ დავურეკეთ დამკვეთ ქალბატონს და ვუთხარით, ჩამოვიდოდა თუ არა, მარტო მოსულიყო და ვთხოვეთ, რომ თუკი ამ საქმეზე ვინმემ რამე იცოდა, ყველასთვის ეთქვა, რომ კერძო დეტექტივთან თანამშრომლობას მორჩა.. შემდეგ კი ისევ უკან გამგზავრებულიყო.

ამის შემდეგ, ჩვენს ობიექტს ბინაშიც დავუმონტაჟეთ ფარული კამერები.. ჩვენი დამკვეთის მეუღლის საყვარელი აღმოჩნდა მისი თანმხლები მეგობარი გოგონა, ვისთან ერთადაც თავდაპირველად ჩვენთან მოვიდა, ასევე კაცის საყვარელი აღმოჩნდა ჩვენი დამკვეთის და, ასევე ის, ვიზეც ჩვენს დამკვეთს თავდაპირველად ეჭვი ჰქონდა - ნოტარიუსი და მეზობელი, ანუ 4 ქალი ერთად დაახლოებით ერთ თვეში...


ნინა გოლოშვილი

ორგანიზაცია "ჰაბლის“ დღეისათვის ფილიალები აქვს რუსეთში, უკრაინასა და ბაქოში. უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: detektivi.ge ხელშეკულების პირობების გასაცნობად იხილეთ ფოტოები:






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42