სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 17:08, 14 Jul, 2014     2331

სურსათის ეროვნული სააგენტო მცენარეული წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტიორებისთვის ხელოვნული ბარიერების შექმნის თაობაზე, მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტავს აკეთებს. აღნიშნულ განცხადებას "ნიუპოსტი" უცველლად გთავაზობთ:



"1. საექსპორტო ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემას ახორციელებს მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფო უწყება - სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც მკაცრად აკონტროლებს ხილ-ბოსტნეულის საექსპორტო პარტიებს სატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთვამდე;


2. სააგენტოს კავშირი არ აქვს ბიზნესმენთა ასოციაციებთან ან სხვა კერძო გაერთიანებებთან, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათის ექსპორტთან ან იმპორტთან. ფერმერთა, მეწარმეთა და გადამზიდავთა გაერთიანება ან სხვა სახით თანამშრომლობა დაკავშირებულია მხოლოდ ცალკეული ექსპორტიორების ნება-სურვილთან. თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტო მიესალმება ნებაყოფლობითი კოოპერაციის ნებისმიერ ფორმას, რომელიც მეწარმეებს ხელს შეუწყობს საქმიანობაში;


3. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად იყო ჩართული რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალურ სამსახურთან მოლაპარაკებების ხანგრძლივ პროცესში, რომლის შედეგად, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში ეტაპობრივად გავიდა ჩაი, დაფნა, ჩირი, თხილი, ციტრუსი, ყურძენი, ვაშლი, მსხალი, კომში, მოგვიანებით - მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის პროდუქტი - ახალი კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი, კენკროვნები, 9 ივლისიდან კი სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რუსი სპეციალისტების ერთობლივად განხორციელებული ფიტოსანიტარიული კონტროლის შემდეგ "როსსელხოზნადზორმა" მიიღო გადაწყვეტილება, მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობით, რუსეთის ფედერაციაში დაუშვას ხახვის, სტაფილოს, ჭარხლის, წიწაკის, წითელი ტკბილი წიწაკის, საზამთროსა და ნესვის ექსპორტი.


4. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს საქართველოდან ატმის, ვაშლატამას და სხვა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი რუსეთში. ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სწორედ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ექსპორტის განმახორციელებლებისთვის მოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი, რაც საშუალებას აძლევს მეწარმეებს, ყველა საჭირო საბუთი, მათ შორის, საბაჟო დოკუმენტაცია და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი მიიღონ ერთ ადგილას, იქ სადაც ხდება საექსპორტო პარტიების ფორმირება;


5. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო ექსპორტიორებს აცნობებს, რომ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის „როსსელხოზნადზორის"მოთხოვნაა, მკაცრად იყოს დაცული ფიტოსანიტარიული ნორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იტოვებს უფლებას, კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედოს და მიიღოს ქართული პროდუქციის შეზღუდვის გადაწყვეტილება, რაც საფრთხის წინაშე აყენებს ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში.


აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო კვლავაც გააგრძელებს ხილ-ბოსტნეულის საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიულ მკაცრ კონტროლსა და მხოლოდ ასეთი შემოწმების შემდეგ გასცემს შესაბამის სერტიფიკატს",- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42