არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ფინალში დამარცხების მიუხედავად მაინც შეაქო.გ
,,ჩვენ ღირსეულად ვატარებთ არგენტინის დროშას, დაე, ყველამ იცოდეს ეს. გერმანელებმა გამარჯვება მოიპოვეს იმის გამო, რომ ჩვენი გუნდის მცველებს შორის ურთიერთგაგება არ იყო. თუმცა, გერმანელები არავითარ შემთხვევაში არ სჯობდნენ არგენტინის ნაკრებს. ისინი პატივისცემით ექცეოდნენ ჩვენ ნაკრებს, რაც ფეხბურთელების დამსახურებაა’’, - მოჰყავს გამოცემა Ole-ს მარადონას ციტატა.
რაც შეეხება მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის გადაცემას, მარადონა ფიქრობს, რომ არგენტინის ნაკრების კაპიტანი ამ წოდებას არ იმსახურებდა.
,,მარკეტინგით დაკავებულ ხალხს სურს ლეოს აჩუქონ ის, რაც მას არ მოუგია. ისეთი შთაბეჭდილება იყო, თითქოს მას არცკი სურდა ,,ოქროს ბურთის’’ ასაღებად ასვლა. საუკეთესო ფეხბურთელად ხამეს როდრიგესი მიმაჩნია’’, - განაცხადა მარადონამ.
წყარო: mediamall.ge
მასალის გამოყენების პირობები






