2009 წელს იქ პატრიარქის ინიციატივითა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მონაწილეობით ნერგები დაირგა. 4 წლის შემდეგ ეს ტერიტორია მერიამ გაყიდა და შედეგად უნივერისტეტი სასაფლაოს მეზობლად აღმოჩნდა. საგანმანათლებლო დაწესებულება სასაფალოდან რამდენიმე მეტრით არის დაშორებული, რამაც რექტორის პროტესტი გამოიწვია.
როგორც ლადო პაპავა ,,პოსტსკრიპტუმთან“ კომენტარში აცხადებს, უნივერისტეტისთვის სასაფლაოს ასეთი შემოტევა ყოვლად გაუმართლებელია. ,,ეს არის დანაშაული იმათი მხრიდან, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, -აღნიშნავს პაპავა.
გადაწყვეტილება კი ქალაქის მთავრობას ეკუთვნის, როგორ ,,PS“-ის სიუჟეტიდან ირკვევა, კუთვნილი მიწა აუქციონის წესით 8 თვის წინ გაყიდა. 62 ათასი კვადრატული მიწა 6 მილიონ ლარად ინვესტორს კომპანია ,,ენენდეის“ მიყიდა, კომპანია ნუცუბიძის მე-5 კვარტალშია რეგისტრირებული, რომელიც მისი მფლობელის ბიზნესმენ ლევან აბულაძის კუთვნილი ბინაა. უნივერსიტეტის ქუჩაზე სარეკრეაციო ზონას სტატუსი საკრებულომ შეუცვალა. დღეს მერიაში ამ საკითხზე საუბარი არ სურთ. საკრებულომ კითხვებს საჯარო განცხადებით უპასუხა:
,,საკრებულო კოლეგიალური ორგანოა და სხდომაზე მერიის წინადადებით მიიღო გადაწყვეტილება ამ ტერიტორიებისთვის ზონის შეცვალსთან დაკავშირებით. რამდენად სწორად არის აღნიშნული საკითხები შესწავლილი და დაცულია თუ არა სტანდარტები სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე პასუხსიმგებლობა ეკისრება თბილისის მერიას და არა საკრებულოს“, - ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.
დარღვეულია კანონი სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებით და ის უნივერსიტეტის შენობიდან 300 მეტრით არ არის დაშორებული. უკვე ყოფილი სარეკრეაციო ტერიტორია საბურთალოს სასაფლაოს ესაზღვრება. ინვესტორი ამბობს, რომ აქ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის კიდევ ორი მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, ჯამში 8 მილიონს დახარჯავს, თუმცა მისივე ინფორმაციით ამ თანხას 8 თვეში აანაზღაურებს. როგორც წესი კერძო სასაფალოს ბიზნესი თბილისში სარფიანი სქმეა.
,,პოსტსკირპტუმმა“ ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან სასაფლაოს ფასები გადაამოწმა, აღმოჩნდა, რომ ფასები მერყეობს 4000-დან 15 ათას დოლარამდე.
უნივერისტეტის რექტორმა ქალაქის საკრებულოს მთავრობას და ინვესტორს განცხადებით უკვე მიმართა, რათა გაითვალისწინონ სტუდენეტებისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების ინტერესები. წერილს რეაქცია არ მოჰყოლია და ლადო პაპავა ამბობს, რომ სასაფლაოს მშენებლობას არ დაუშვებს.
,,დაინტერესებული ვართ, რომ იქ იყოს სწორედ ისეთი ობიექტები, რომელიც სიცოცხლის შემომტანია. არის სასაფლაო, არის მოცემულობა, მაგრამ ის სადღაც ხომ უნდა დასრულდეს? მაინცდამაინც უნივერსიტეტის შესასვლელში?!“, - აცხადებს პაპავა.
ურბანისტი პაპუნა ძიძიგური ამბობს, რომ მერიის გადაწყევტილება უნივერსიტეტის ინტერესები დაარღვია. მისი განცხადებით, ინვესტორი ქალაქისთვის აუცლილებელია, მაგრამ ისედაც ქალაქისთვის მცირე სარეკრეაციო ზოლის განადგურება, მიუღებელი.
თავად ბიზნესმენი ლევან აბულაძე არ გამორიცხავს, რომ ამ ტერიტორიაზე შეიძლება ისეთი პროექტის განახორციელოს, რომელიც კომპანიისთვის მომგებიანი იქნება და ის უნივერისტეტის რექტორის პროტეტს შემდეგი სახით პასუხობს:
,,ეთიკა კანონთან ყოველთვის თანხვედრაში ვერ არის და ეს არ უნდა გახდეს ინვესტიციის შეჩერების მიზეზი“.
საპრივატიზაციო ვალდებულების ბოლო ვადა 2014 წლის 20 დეკემბერია. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს კომპანიას უფლება დაიწყოს სასაფლაოს მოსაწყობად საჭირო სამუშაოები.
სტუდენტებმა კი აქ 500-ზე მეტი ძირი ხე დარგეს და თითოეულ მათგანს საკუთარი სახელი დააწერეს.
,,PS”-ის სიუჟეტი.
მასალის გამოყენების პირობები






