სოფო შევარდნაძე ბაბუას: ..მშვიდობით, ბატონო პრეზიდენტო!
საზოგადოება - 15:06, 13 Jul, 2014     21806
საქართველოს მეორე პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს სამების საკათედრო ტაძარში გამოსამშვიდობებელი სიტყვა მიუძღვნა შვილიშვილმა სოფო შევარდნაძემ.

"თავს უფლებას მივცემ, ვიყო სუბიექტური. სამების საკათედრო ტაძარი, სადაც ჩემს ბაბუას ვემშვიდობებით, მას ერთ-ერთ მთავარ ქმნილებად მიაჩნდა. ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით, ჩემთვის არის კიდევ ერთი მიმანიშნებელი იმისა, რომ მას ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. უფლის თანადგომა თან ახლდა მის ბევრ წარმატებას და წარუმატებლობას. პოლიტიკა მისი პიროვნების განუყოფელი ნაწილი იყო, იმდენად, რომ მეც კი მიჭირდა განმესხვავებინა პოლიტიკოსი ადამიანისგან. ბედმა მარგუნა, მასთან ერთად ბევრი ისტორიული მოვლენის მოწმე ვყოფილიყავი, ზოგჯერ ქარტეხლიბესაც კი. ამ გამოცდილებიდან ჩემთვის ერთი რამ არის ნათელი - მისი პრიორიტეტები ყოველთვის იყო მისი იდეალები და საქართველო.

ამბობენ, რომ ის იყო წინააღმდეგობრივი პიროვნება და ასეც იყო, რადგან ისეთი მასშტაბის ადამიანი, როგორც ედუარდ შევარდნაძე იყო, სხვანაირი ვერ იქნებოდა. მას მართლა ყავდა ბევრი მეგობარი და მტერი. ამ წამს, უკლებლივ ყველა მათგანს მინდა გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ არ ტოვებდნენ მას ცხოვრების ბოლომდე – არც მტრები და არც მეგობრები. მხოლოდ ამ თანაარსებობამ გახადა შესაძლებელი, მას გაევლო გასაოცარი ცხოვრებისეული გზა, რომელიც გაიარა. მე დღეს ვემშვიდობები ჩემს ბაბუას, ადამიანს, რომელიც გაჩენის პირველი წუთიდან ეკუთვნოდა თავის ხალხს. ასე რომ მშვიდობით ბატონო, პრეზიდენტო", - აღნიშნა სოფო შევარდნაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42