მადლობა ღმერთს, რომ შევარდნაძე ამ ქვეყნიდან მონათლულ, ნაზიარებელ ქრისტიანად წავიდა - პატრიარქი
საზოგადოება - 14:44, 13 Jul, 2014     3496
საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანიიდან სპეციალური წერილი გამოგზავნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომელიც ტაძარში სამგლოვიარო ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას მიტროპოლიტმა თეოდორემ წაუკითხა.

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ მწუხარებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი გიორგი-ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო და იმის გამოც, რომ ვერ ვესწრები მის დაკრძალვას. მეტად რთული და წინააღმდეგობებით სავსე დიდი გზა განვლო. სოფელში დაბადებული ადამიანი ათეული წლები მართავდა საქართველოს, შემდეგ კი მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი გახდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაში, გერმანიის გაერთიანებაში, კომუნისტური რეჟიმის შეცვლასა და საერთო მსოფლიო ახალი რეალობის ჩამოყალიბებაში. მისი მოღვაწეობის შესახებ ამ დღეებში მრავალი ითქმის. მე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ცვლილებაზე, რომელიც შედვარდნაძის შინაგანმა სამყარომ განიცადა. პიროვნება, რომელიც ერთგული იყო ათეისტური აზროვნებისა, მოინათლა. მაგრამ, სულიერი ცვლილება უფრო გვიან მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ იგი ამ ქვეყნიდან მონათლული, ნაზიარებელ ქრისტიანად წავიდა. აღვავლენთ ლოცვებს გიორგი-ედუარდის უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ უფალს სავანეთა მართალსათა დააწესოს იგი", - ნათქვამია პატრიარქის სიტყვაში.

ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში 16:00 საათზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამების ეზოში დაშვებულია სახელმწიფო დროშა და იმყოფება საპატიო ყარაული. ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42