ბრაზილია VS ჰოლანდია- შეხვდება მედლები ბრაზილიაში ბრაზილიას?
სპორტი - 19:10, 12 Jul, 2014     3237
ნახევარფინალში ორივე გუნდმა დიდი დარტყმა მიიღო. ერთი შეხედვით 1:7-ზე უარესი რაღა უნდა იყოს, თან როდესაც საკუთარ კედლებში მარცხდები... თუმცა ნაკლები სტრესი არც ჰოლანდიელებს შეხვდათ, მათ ზედიზედ მეორედ ითამაშეს პენალტების სერია და მიჯრით მეორე მუნდიალის ფინალთთან ერთ ნაბიჯში იყვნენ, მაგრამ არ გაუმართლათ.

ბრაზილიელებს იმ სირცხვილის შემდეგ, რომელიც გერმანელებთან იწვნიეს, დედაქალაქ ბრაზილიაში "ესტადიო ნასიონალ დე ბრაზილიაზე", სხვაგვარად თუ ვიტყვით, მანე გარინჩას სახელობის სტადიონზე, ღირსეულად თამაში და მესამე ადგილის მოპოვება მართებთ.

კარგად იცით, თუ როგორ უყვართ ამ ქვეყანაში ფეხბურთი და მათთვის თითოეული გამარჯვება ზეიმია.

რა საკვირველია, უკმაყოფილებასაც ჰქონდა ადგილი და არეულობებსაც, მაგრამ ისიც გემახსოვრებათ, თუ როგორ ამხნევებნენ გულშემატკივრები "სელესაოს" 0:7-ზეც კი. ასე რომ, ქომაგი გამარჯვებას ელოდება და ლუიშ ფელიპე სკოლარის ბიჭებმა ამჯერად მაინც არ უნდა დააღალატონ საკუთარი ფანები. თანაც ფელიპაოს თქმის არ იყოს, რაც შეიძლება დროულად გონს მოსვლა და ფსიქოლოგიურად მოძლიერება ნაკრებს თუნდაც იმ ფეხბურთელების გამო სჭირდება, რომლებიც სანაკრებო კარიერას გააგრძელებენ და ბრაზილიის მომავალს წარმოადგენენ. მოგეხსენებათ, "სელესაოში" თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს.

მომავალ მუნდიალზე ალბათ ვეღარც ჟულიო სეზარს ვიხილავთ, ვერც მაიკონს, ვერც დანი ალვეშს... სამაგიეროდ, დავიდ ლუისმა, ფერნანდინიომ, ოსკარმა და სხვებმა საკუთარი და თავისი ქვეყუნის მომავლისთვისაც უნდა ითამაშონ აწმყოზე რომ აღარფერი ვთქვათ.

ჰოლანდიას იმდენი მტკივნეული მარცხი აქვს გადატანილი გნებავთ ფინალში და გნებავთ ნახევარფინალში, რომ მესამე ადგილისთვის მატჩის დათმობა თითქოს არაფერია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე - "ნარინჯისფერთა" რიგებშიც თაობა იცვლება და მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებით ჩამთავრება ამ ახლაგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გარკვეულ ცვლილებებს ორივეს რიგებში შეიძლება რომ ველოდოთ, მაგრამ უფრო ჰოლანდიის ნაკრებში.

სკოლარი მაინც ზედმეტად ფრთხილობს და თან რადიკალური ცვლილებების შემთხვევაში უცებ მისმა ნაკრებმა ბევრად უკეთ რომ ითამაშოს ფანების ნაწილი კიდევ უფრო ომახიანად დაადანაშაულებს 65 წლის სპეციალისტს ბრაზილიის წარუმატებლობაში.

თუმცა ფელიპაო პასუხისმგებლობას არ გაქცევია და კრიტიკის მოსმენასა და მიღებასთან პრობლემა არ აქვს, თქვა კიდეც, ყველაფერი ჩემი ბრალიაო, რაც ცხადია ცოტა გადამეტებული განცხადებაა, მაგრამ მასში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. საინტერესოა, ამჯერად მაინც თუ მისცემს იგი მეტ სათამაშო დროს მილანის "ინტერის" შემტევ ერნანეშს. მით უმეტეს, რომ ბერნარდმა ნეიმარი აშკარად ვერ შეცვალა.

რაც შეეხება ლუი ვან გაალს, იგი ნაკრების რიგებში ბოლო მატჩს ატარებს და სანამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდება კარის გაჯახუნებას მოგებით კი შეეცდება, მაგრამ ეს შეიძლება ექსპერიმენტული შემადგენლობით სცადოს.

აქ ახალგაზრდებისთვის მეტი სათამაშო დროის მიცემა იგულისხმება, თორემ ვან გაალმა რითიღა უნდა გაგვაოცოს, როდესაც 23 ფეხბურთელიდან 22 უკვე ისედაც ათამაშა. არგენტინელებთან ნახევარდინალში მინდორზე იორდი კლასიც გამოჩნდა და შესაბამისად, ერთადერთი უთამაშებელი ფეხბურთელი მესამე მეკარე მიშელ ვორმია.

საინტერესოა, რომ ამ ნაკრებების ურთიერთშეხვედრებში სრული თანაბრობაა, ბურთების სხვაობაშიც კი. ბრაზილიამ ჰოლანდია ბოლოს 2008 წელს დაამარცხა ამხანაგურ შეხვედრაში. მას მერე "ყვითლები" და "ნარინჯისფრები" ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ, აქედან 2 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო ერთი ჰოლანდიამ მოიგო - წინა მუნდიალზე მეოთხედფინალში, ანგარიშით 2:1.

იმ შეხვედრაში ვესლი სნეიდერმა შეასრულა დუბლი, ხოლო ბრაზილიელთა მხრიდან თავი რობინიომ გამოიჩინა.

ვნახოთ, ინუგეშებს თუ არა თავს ბრაზილია ბრაზილიაში "ბრაზილიაზე" თუ დამამშვიდებელი ბრინჯაოს მედლები ჰოლანდიელებს შეხვდებათ.
წყარო: სპორტული გაზეთი "ლელო"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42