მოძრაობა ,,დაბრუნების“ განცხადება - გავაგრძელებთ ბრძოლას ,,შადიმანობის“ წინააღმდეგ
საზოგადოება - 15:51, 12 Jul, 2014     2336
,,2014 წლის 26 ივნისს საჯარო ბიბლიოთეკაში გამართული კონფერენციაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა: დევნილი თუ არადევნილი, საქართველოდან თუ უცხოეთიდან, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეომრები, რუსეთ-საქართველოს ომებში დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები, რიგითი პატრიოტები. ყველას დიდ მადლობას გწირავთ მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. ცოტანი არ ვყოფილვართ! განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს და პროდიუსერებს, რომლებმაც ძალიან მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოავლინეს და საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანეს ეს ამბავი.

მაგრამ იყო ასეთი ერთეული რეპლიკაც, კერძოდ, ჩვენს განცხადებაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით (კონფლიქტებისა და მოლაპარაკეკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის სპეციალური განცხადება, http://news.ge/ge/news/story/96495-konfliqtebis-da-molaparakebebis-saertashoriso-kvleviti-tsentri-modzraoba-dabrunebisgan-bodishis-mokhdas-itkhovs და http://www.iccn.ge/geo/component/k2/item/741-specialuri-gancxadeba).

მამუკა არეშიძეს თავისი ორგანიზაცია აეფარა, ბოდიშის მოხდა და განცხადების დეზავუირება მოგვთხოვა. დღევანდელ დღეს არ უხდება რაიმე მკვეთრი განცხადებები, თუმცა არ გვინდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს ოპუსი გამოგვრჩა ან მას წავუყრუეთ. მტკიცებულებები, რომლებსაც ითხოვენ თვით ამ განცხადებაშია და კარგად წაიკითხონ საკუთარი ნაცოდვილარი. ძალიან წუხან, რომ ,,ცენტრის“ ფავორიტის პუტინისეული სამხრეები გამოვამზეურეთ. მათ სამხრეებსაც გამოვაჩენთ. მომავალ კვირას კი ასევე სპეციალურ განცხადებას გამოვაქვეყნებთ მათი განცხადების პასუხად სხვა, როგორც თვითონ ითხოვენ, შესაბამისი საფუძვლების მითითებით. ხოლო რაც შეეხება ბოდიშს, რომელსაც მოითხოვენ სამშობლოს დაცვისათვის, ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება! ძალიან კი უნდათ საგონებელში ჩაგვაგდონ და შეგვაშინონ რაღაც რეაგირებით კანონით დადგენილი ყველა საშუალების გამოყენებით, მაგრამ იმთავითვე ვუცხადებთ: ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ,,შადიმანობის“, როგორც მოვლენის, წინააღმდეგ და ეს ბრძოლა მათაც შეეხებათ მანამ, სანამ თავად არ მოუხდიან ბოდიშს საზოგადოებას კაპიტულანტების მფარველობისა და წახალისებისათვის.

არა კოლაბორაცონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას!“, - ნათქვამია მოძრაობა ,,დაბრუნების“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42