GDS-მა დაარღვია კანონი მაუწყებლობის შესახებ - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საზოგადოება - 15:19, 12 Jul, 2014     1983

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება 9 ივლისს GDS ის ეთერში გასული გადაცემის “ბინა 18”-ის იმ მონაკვეთს, რომელმაც უკვე გამოიწვია საზოგადოების ნაწილის, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის პროტესტი.

ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდებოდა გადაცემის გარშემო მიმდინარე პროცესებს და იმედოვნებდა, რომ ტელეკომპნიის ხელმძღვანელობა და გადაცემის ავტორებიც გააცნობიერებდნენ პირველ რიგში მედიის პასუხისმგებლობას და პროგრამის უხამსი და დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი მონაკვეთის გამო ბოდიშს მოიხდიდნენ.

როგორც აღმოჩნდა გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფისთვის გაუგებარია საზოგადოების იმ ნაწილის არგუმენტები, რომელმაც აღნიშნულ გადაცემაში გენდერული დისკრიმინაციის წახალისება დაინახა და გააპროტესტა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ადასტურებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას გადაცემის კონკრეტული ფრაგმენტისადმი, ეთანხმება უკვე გამოთქმულ პროტესტს და თავის მხრივ მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიამ კონკრეტული გადაცემის ფრაგმენტით დაარღია კანონი მაუწყებლობის შესახებ და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც უხამსობის შემცველი, დისკრიმინაციის წამახალისებელი და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი პროგრამების გადაცემას კრძალავს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42