,,არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი’’ თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ახორციელებს თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს, აღნიშნულის ფარგლებში, ნიკოლოზ ჩომახაშვილი რომელიც გახლავთ ,,ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი’’–ს დამკვირვებელია, არჩევნების მონიტორინგს ახორციელებდა ნაძალადევის რაიონის N 8–9 –10 საარჩევნო უბნებზე, სადაც დაფიქსირდა დარღვევები, კერძოდ კოალიცია ,,ქართული ოცნები’’–ს წარმომადგენლები ეწეოდნენ აგიტაციას საარჩევნო უბნებზე, ხოლო ჩვენი დამკვირვებელმა ნიკოლოზ ჩომახაშვილმა თავის ვიდეო–კამერაზე დააფიქსირა დარღვევა, რის შემდეგაც მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, მას სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდა ,,ქართული ოცნები’’–ს 10 წარმომადგენელი, წაართვეს ვიდეო–კამერა და წაუშალეს დაფიქსირებული ინფორმაცია.
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ჩომახაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს გლდანი–ნაძალადევის #5 განყოფილებაში, სადაც ამჟამად იკითხება. რაც შეეხება მოძალადეებს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ მიმართ არანაირი რეაგირება არ მოუხდენია სამართალდამცველებს.
ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი’’ მოუწოდებს შსს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და სამართალდამცველებმა ობიექტურად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი.
ასევე ცესკოს და მის თავჯდომარეს მოვუწოდებთ მოახდინონს შესაბამისი რეაგირება და აღნიშნულ უბანზე, დაიწყონ შიდა მოკვლევა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






