"იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც ხორციელდება ნარკოტიკების გადატანა საქართველოს გავლით. როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი, ამოღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკები, თუ არ ვცდები, 115 კილოგრამი. რაც გუშინ მოვისმინეთ, ასევე ძალიან დიდი ოდენობაა. უფრო მეტი მუშაობა გვჭირდება ამ მიმართულებით, რომ უფრო მეტი კონტროლი იყოს", - აღნიშა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას დაახლოებით 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღამოაჩინეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სატვირთო ავტომობილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა და თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილიდან 93 ერთეული 30 კილოგრამიანი კასრი თხევადი ჰეროინით ამოიღეს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წინასწარი ცნობით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 80% სუფთა ჰეროინს შეიცავს, რომლის საბაზრო ღირებულება ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






