"თუ ჭიკაიძე არ მომისმენს, ბენზინს გადავისხამ"
საზოგადოება - 15:17, 11 Jul, 2014     4396

ქვემო ფონიჭალის მკვიდრი ირინა ასანიძე ფონიჭალის პოლიციის #9 განყოფილების თანამშრომელს ბუხუტი ბარბაქაძეს მისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასანიძემ განმარტა, ბარბაქაძემ უკვე მეორედ დააკავა მისი შვილები და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა. როგორც ასანიძე აცხადებს, მის შვილებს ბუხუტი ბარბაქაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, „ქართული ოცნების“ აქტივისტობისთვის დევნის. ქალბატონი შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბენზინს გადაისხავს და თავს დაიწვავს.

„ჩემი ორივე შვილი სასტიკად ნაცემია. ჩემი თვალით ვნახე როგორ სცემდნენ პოლიციელები. ვკითხე რა ხდებათქო და მეუბნებოდნენ, თვითონ შემოგვივარდა პოლიციის შენობაშიო. ბუხუტი ბარბაქაძემ მეც მაგინა და ჩემს შვილებსაც. სულ ხელისკვრით გამომაგდო. დალურჯებები ახლაც მეტყობა ხელზე, ისე მიჭერდა. ჩემი შვილები ბუხუტი ბარბაქაძემ ჯერ 27 აპრილს დაიჭირა და სცემა. სასამართლომ მაშინ ადმიანისტრაციული სამართალდარღვევისთვის 400 ლარიანი ჯარიმა დაუმორჩილებლბისთვის მიუსაჯა. ახალ თავიდან დაიწყო ყველაფერი. გამთენიისას ისევ დააკავეს და სცემეს. მიშველეთ ვინმემ. გამოსავალს ვეღარ ვხედავ მივალ შსს-სთან დღეს და თუ ჭიკაიძე არ მომისმენს ბენზინს გადავისხავ და თავს დავიწვავ“,-განაცხადა ირინა ასანიძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42