,,ეს ისეთი რამ ჩავიდინე...“ - რას ფიქრობდა შევარდნაძე ,,თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეზე
საზოგადოება - 15:02, 11 Jul, 2014     25180
„თვითმფრინავის ბიჭების საქმის“ ერთ-ერთი მსხვერპლის სოსო წერეთელის დედა, ლეილა წერეთელი დღეს აცხადებს, რომ მან შევარდნაძეს ყველაფერი აპატია და ის სიკვდილისთვის შეეცოდა. ლეილა წერეთელი შევარდნაძესთან შეხვედრის დეტალებს და წლების შემდეგ დახვრეტილი ბიჭების შესახებ ექსპრეზიდენტის დამოკიდებულებას იხსენებს.

„სიკვდილისთვის ყველა ადამიანი მეცოდება, ბუნებრივია, შევარდნაძეც შემეცოდა. ის ჩემ მეუღლეს, კოტე წერეთელს ხელისგულზე ატარებდა, ვინაიდან კოტე მსოფლიო დონის მეცნიერი იყო. ახლა ბევრი ამბობს, შევარდნაძეს ბიჭების განაჩენის შეცვლა შეეძლოო, მაგრამ ამის ასე თქმა ძალიან რთულია. მაშინ სულ სხვა დრო იყო და სულ სხვა სიტუაცია, მარტო შევარდნაძე ვერაფერს გადაწყვეტდა. უამრავი სხვა ადამიანი იყო ჩართული, როგორც საქართველოში ისე რუსეთში, თუმცა იმის თქმა, რომ შევარდნაძის გარეშე მიიღებდა რუსეთი დახვრეტის გადაწყვეტილებას არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ შევარდნაძეც რომ ვერ გადაწყვეტდა ინდივიდუალურად, ესეც ფაქტია. ეს ბავშვები შეიწირა კომუნისტურმა რეჟიმმა და არა ედუარდ შევარდნაძემ. მაშინ ეკლესიაში სიარულს არ პატიობდნენ და თვითმფრინავის გატაცებას აპატიებდა ვინმე?! ედუარდის ვაჟი პაატა იყო ჩემი მეუღლის სტუდენტი და კოტე სულ ამბობდა, საუკეთესო სტუდენტიაო. პაატას მეუღლე ნინო კი ჩემი ვაჟის უახლოესი მეგობარი იყო. როდესაც შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა და პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, მე და ჩემი მეუღლეც მიგვიწვიეს ცერემონიაზე. ბზობა იყო. ილია მეორემ ჩამოიარა და იქ მყოფთ ბზა და სანთელი დაგვირიგა. მაშინ მივედი ედუარდთან და ვუთხარი: ბატონო ედუარდ, დღეს ყველას გვწამს და შეგვიძლია ეკლესიაში შესვლა და პირჯვრის გადაწერა, ხოლო ჩემი შვილი სწორედ ამას შეეწირა-მეთქი. გადააქნია თავი, მოვიდა ჩემ მეუღლესთან, ჩამოართვა ხელი და ჩემთან რეზიდენციაში მობრძანდით ამ დღეებშიო. მართლაც რამდენიმე დღეში მოვიდა გამოგზავნილი მანქანა და მე და კოტე წავედით მასთან. როდესაც მივედით, ადგა ფეხზე, ხელი ჩამომართვა, ლოყაზე მაკოცა და ასეთი რამ თქვა: მე ბევრი კარგი გავაკეთე, შეიძლება ბევრი ცუდიც, მაგრამ ეს ისეთი რამ ჩავიდინე ("თვითმფრინავის ბიჭების" ამბავს გულისხმობდა), რომ ისე ჩავალ მიწაში, რომ ამას ზურგიდან ვერ მოვიცილებო. ამის მერე ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს და ყოველთვის ნორმალური ერქვა ჩვენს შეხვედრას, მე ის არასოდეს მიგინებია. მოგვიანებით ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ყველაფერი აპატიეთ შევარდნაძესო და ვაპატიე-მეთქი, ვუპასუხე. მე მას მართლაც ვაპატიე, რადგან მეც და კოტეც ვცხოვრობდით პრინციპით: ადამიანის მიერ გაკეთებული კარგი საქმე არასოდეს დაივიწყო, ხოლო ცუდი მაშინვე დაივიწყე“, - განაცხადა წერეთელმა.

წყარო: კვირის პალიტრა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42