ამის შესახებ დანელიამ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის მიერ საქართველოდან საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალის გაზრდის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
რუსეთში დაშვებული ქართული პროდუქციის ნუსხის გაზრდის შესახებ ქართული მხარისთვის „როსსელხოზნადზორის" უფროსის მოადგილის ალექსანდრ საურინის წერილიდან გახდა ცნობილი, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 ივლისს მიიღო.
საურინი წერილში მადლობას უხდის ქართულ მხარეს რუსი სპეციალისტების საქართველოში ვიზიტისას ერთობლივად განხორციელებული ფიტოსანიტარიული კონტროლისთვის და აცნობებს, რომ "როსსელხოზნადზორი" თანახმაა, მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობით, 2014 წლის 9 ივლისიდან რუსეთის ფედერაციაში დაუშვას ხახვის, სტაფილოს, ჭარხლის, წიწაკის, წითელი ტკბილი წიწაკის, საზამთროსა და ნესვის ექსპორტი.
"როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები საქართველოს მიმდინარე წლის ივნისში სტუმრობდნენ. მათ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ჩაატარეს საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიული კონტროლი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეცნენ საექსპორტო ტვირთების ფორმირების პროცესს. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ მიიღო.
გასული წლის 28 ივნისიდან, 8-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთში დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია (ჩაი, დაფნა, ჩირი და ა. შ.) შევიდა. მოგვიანებით, 2013 წლის 14 ოქტომბრიდან რუსეთში ქართული თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა გახდა შესაძლებელი.
2014 წლის 26 მაისიდან საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი - ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი და კენკროვნები დაემატა; 9 ივლისიდან კი ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, რუსეთის ფედერაციაში ხახვი, სტაფილო, ჭარხალი, წიწაკა, წითელი ტკბილი წიწაკა, საზამთრო და ნესვი გაიტანონ.
ამჟამად რუსეთის ფედერაციაში აქტიურად მიმდინარეობს ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი. დღეისთვის რუსეთში უკვე გადაზიდულია 464 ტონა ატამი. სულ საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში 800 ტონამდე კურკოვანი ხილის ექსპორტი განხორციელდა.მასალის გამოყენების პირობები






