წლევანდელი ქართველი მონაწილე რუმინეთში სასწავლო ფირმა ჩაღლარის ორგანიზებითა და ხელშეწყობით გაემგზავრა. სწორედ ირინა ხეჩანოვი იქნა შერჩეული სასწავლო დაწესებულების მიერ ევროპაში გასამგზავრებლად.
„ჩვენთვის დიდი პატივია ჩვენი მოსწავლის გამარჯვება ასეთ მაშტაბურ კონკურსზე. ირინამ არამარტო საკუთარი ვოკალური მონცემებით მოხიბლა საერთაშორისო მაშტაბის აუდიტორია, არამედ მსოფლიოს კიდევ ერთხელ განაცვიფრა ქართული კულტურითა და ნიჭით. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ასეთი მაღალი დონის ვოკალური მონაცემების მქონე ვარსკვლავი ეზრდება საქართველოს, რომელიც მსოფლიო მაშტაბის კონკურსის გამარჯვებული და ქვეყნის სიამაყეა“ - განაცხადა ჩაღლარის სასწავლო დაწესებულების თავჯდომარე ბატონმა ადამ ონალმა.
თეატრის მსახიობი ადრიანა ტრანდაფირი, რომელიც ირინას ფინალურ გამოსვლას დაესწრო განაცხადა: „გამაოცა იმან, რაც სცენაზე ვნახე. ასეთი ნიჭიერების არსებობა იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მომავლის იმედი უნდა ჰქონდეს“.
კონკურსი, რომელიც წელს მეთორმეტედ ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური იყო. ღონისძიებას დაესწრნენ რუმინეთის ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, რუმინეთის საზოგადოება „დიალოგი“-ს თავმჯდომარე აურელია კრისტეა, ბუქარესტის მერი პაულ ნიკოლას პეტროვანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი მიჰაი რაზვანი, ევროკავშირის წარმომადგენელი კლოდია ტაფარდელი, სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია.
მასალის გამოყენების პირობები