ხახვი, სტაფილო, ჭარხალი, წიწაკა, საზამთრო, ნესვი - რუსეთის ბაზარი ქართველი ფერმერებისთვის
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:31, 10 Jul, 2014     6482
„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალსა და შესაძლებლობებს. ამ მხრივ, მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს „როსსელხოზნადზორის“გადაწყვეტილება გაზარდოს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში დაშვებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ნუსხა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ოთარ დანელიამ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის მიერ საქართველოდან საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალის გაზრდის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.

„როსსელხოზნადზორის“ უფროსის მოადგილის, ალექსანდრ საურინი წერილში მადლობას უხდის ქართულ მხარეს რუსი სპეციალისტების საქართველოში ვიზიტისას ერთობლივად განხორციელებული ფიტოსანიტარიული კონტროლისთვის და აცნობებს, რომ "როსსელხოზნადზორი" თანახმაა, მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობით, 2014 წლის 9 ივლისიდან რუსეთის ფედერაციაში დაუშვას ხახვის, სტაფილოს, ჭარხლის, წიწაკის, წითელი ტკბილი წიწაკის, საზამთროსა და ნესვის ექსპორტი.

"როსსელხოზნადზორის"წარმომადგენლები საქართველოს მიმდინარე წლის ივნისში სტუმრობდნენ. მათ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ჩაატარეს საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიული კონტროლი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეცნენ საექსპორტო ტვირთების ფორმირების პროცესს. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ მიიღო.

გასულიწლის 28 ივნისიდან, 8-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთში დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია (ჩაი, დაფნა, ჩირიდაა. შ.) შევიდა. მოგვიანებით, 2013 წლის 14 ოქტომბრიდან რუსეთში ქართული თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა გახდა შესაძლებელი.

2014 წლის 26 მაისიდან საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი - ახალიკარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლოშეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი დაკენკროვნებიდაემატა; 9 ივლისიდან კი ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, რუსეთის ფედერაციაში ხახვი, სტაფილო, ჭარხალი, წიწაკა, წითელი ტკბილი წიწაკა, საზამთრო და ნესვი გაიტანონ.

სულ საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნებში 3 ათას ტონამდე კურკოვანი ხილის ექსპორტი განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42