თბილისში, მშვიდობის ხიდთან, გიგი უგულავას მხარდასაჭერად ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბებიან. მშვიდობიანი აქცია, სახელმწოდებით „შენი წერილი გიგის“, 17:00 საათზე დაიწყება. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, მუსიკოსმა აჩიკო გულედანმა და მსახიობა და დირიჟორმა ირაკლი ჩოლოყაშვილმა განაცხადეს, აქციაზე თბილისის ყოფილი მერის დაპატიმრებას გააპროტესტებენ. მათი თქმით, აქციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ის პროექტები, რომელმაც თბილისი გიგი უგულავს მერობის პერიოდში ევროპულ ქალაქად გადაქცია.
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ყველას ექნება საშუალება წერილით მიმართოს გიგი უგულავას და გამოხატოს საკუთარი პოზიცია და თანადგმა.
„ამ აქციით, ჩვენ, გვინდა მხარდაჭერა გამოვხატოთ იმ ადამიანისადმი, რომელმაც ბევრი რამე გააკეთა ამ ქალაქში. ყველას გვახოვს როგორი იყო ქალაქი და როგორი არის ახლა - უფრო განვითარებული. გარდა თანადგომისა, ჩემთვის მთავარი არის ის, ჩემი აზრით ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა და ყველა მახასითებლი აქვს ამას და ეს არ არის მართო ჩემი აზრი. გიგის ეს ბევრს არაფერს დააკლებს, უფრო დააკლებს ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას. ჩემი აზრით, დღეს ქვეყანაში მირებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს კონკრეტული ბრაზი და ბოღმა. ეს გიგის კიდევ უფრო გააძლიერებს“,-განაცხადა აჩიკო გულედამა.
მასალის გამოყენების პირობები






