"სტეკლოტარაზე გიჟივით ამეიშხუილა პატრულის მანქანამ" - გიჟური რბოლა ქუთაისში
საზოგადოება - 18:52, 09 Jul, 2014     6746
რამდენიმე დღის წინ ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე საპატრულო პოლიციის მანქანა გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელი მალევე დააკავეს. ფაქტის გადამოწმება შსს-ში ვცადეთ:

ვიკა კლიმიჩევა, შსს პრეს-ცენტრის წარმომადგენელი:

-გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პიროვნების ვინაობას ვერ დაგისახელებთ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ძარცვის მუხლით.

- რა ვითარებაში მოხდა მანქანის გატაცება?
- საპატრულო ეკიპაჟის წევრები გადასული იყვნენ მოქალაქის დასახმარებლად და ამ დროს ახალგაზრდა მამაკაცმა ავტომობილი გაიტაცა. საპატრულო პოლიციამ აღნიშნული პირი რამდენიმე წუთში დააკავა.

- პატრულის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხიც ხომ არ დადგება, რადგან მათ მიტოვებული ჰყავდათ მანქანა?
- როგორც უკვე გითხარით, ისინი გადასული იყვნენ მოქალაქის დასახამარებლად და მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

ჩვენ ვნახეთ ტაქსის მძღოლი, რომელიც შემთხვევით შეესწრო გატაცების ფაქტს. მან საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა ინტერვიუზე უარი არ უთქვამს (სტილი დაცულია):

- ვიდექით, სიმონ, "სტეკლოტარაზე" და ამეიშხუილა, მარა რა ამეიშხუილა. პატრულის მანქანამ, სიმონ, მოდევდნენ უკან. ვიღაც ბიჭი იჯდა, ცალ მხარეს სახეზე "სკოჩი" ჰქონდა გაკრული, "შავი აჩკები" ეკეთა.

- თქვენთვის ნაცნობი პიროვნება იჯდა საჭესთან?
- კაი ხანია, ვტაქსაობ, მთელ ქალაქს ვიცნობ, ვერ ვიცანი, ვინ იყო, მარა მაგრად კი გარბოდა. კი გამიკვირდა, პატრულის მანქანა ასე რას გარბის, წინ არავინ მიდის, რომ მისდევდეს-მეთქი, მაგრამ მერე უკან სხვა პატრულებიც რომ მოყვებოდნენ, კი მივხვდი, რაშიც იყო საქმე.

- და რაში იყო საქმე?
- რაში და ვინცხას გოუტაცია პატრულის მანქანა. მერე გაკიდებია პატრულის სხვა ეკიპაჟი და იმიტო მიქროდნენ გიჟებივით, თურმე დიეს მთელი დღე. ჭიშურასთან დეიჭირეს, მოუსრიალდა თურმე.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ მოხდა დაკავება?

- რო დევინახე, როგორ გარბოდნენ, ეგრევე ვთქვი, რომ საცხა დაამტვრევდა იმ მანქანას და ბოლოს დოუმტვრევია ჭიშურასთან. თვითონ ქე არი გადარჩენილი, მარა მანქანა არი ნამწა-ნამწა ასაწყობი. ასე უტვინო როგორ უნდა იყო, სიმონ, პატრულის მანქანა რო გეიტაცო? ვინ გოუშვებდა მაგას?! არ ვიცი ახლა, რა ედო გულში, მაგრამ თავში რო ტვინი არ ედო, ფაქტია.
წყარო: კვირის პალიტრა




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42