რუისი-აგარის მონაკვეთზე გზის სამშენებლო სამუშაოები განახლდა
საზოგადოება - 18:22, 09 Jul, 2014     1958

ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე დღეს შექმნილი ვითარება განმუხტულია და გზის სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვთზე დღეს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ სიტუაცია განმუხტულია, მიწის მესაკუთრეებმა, რომლებიც კომპენსაციის მიღებას მოითხოვდნენ, აქცია დაშალეს, გზის სამშენებლო სამუშაოები კი გაგრძელდა.

ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, ხაზი გაუსვას რამდენიმე საკითხს, რომელიც ამ საქმეში მეტ სიცხადეს შეიტანს.

მიწის ნაკვეთები, რომელთა მფლობელები ახლა კომპენსაციას მოითხოვენ, მათ 2012 წლის ივლისსა და სექტემბერში, პირდაპირი მიყიდვის წესით, კვადრატული მეტრი 7 თეთრად დაუკანონდათ. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს განახორციელა იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები, რომელიც იქამდე კერძო საკუთრებაში არ ყოფილა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის არეალში იყო მოქცეული და პრივატიზებას არ უნდა დაქვემდებარებოდა.

იმის გამო, რომ ამ ქმედებაში კანონდარღვევისა და კორუფციის ელემენტები იკვეთება, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მიწების ძირითადი ნაწილი მაშინდელ მაღალჩინოსნებზე გასხვისდა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ საქმე პროკურატურას გადასცა.

აღსანიშნავია, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე მშენებლობა-მოდერნიზაციის სამუშაოებს, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მსოფლიო ბანკი აფინანსებს, რომლის პოლიტიკის შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული იმ მიწებზე კომპენსაციების გაცემა, რომელიც კერძო საკუთრებაში მშენებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ იქნა გადაცემული. არც ერთ ქვეყანაში, მას შემდეგ რაც დადგინდება გზის მშენებლობის არეალი, აღარ ხდება ამ მიწების პრივატიზება და შემდგომ უკან გამოსყიდვა, მით უმეტეს რომ ამის შესახებ აკრძალვა არსებობს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულებით. აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის მესაკუთრეთა აღწერა 2011 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად, ამ პერიოდისათვის უკვე ცალსახად იყო ცნობილი გზის მშენებლობის არეალი და სახელმწიფო უწყებების მიერ არ უნდა მომხდარიყო ამ ტერიტორიაზე მდებარე მიწების გასხვისება.

მიუხედავად ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა პროექტის დამფინანსებელ მსოფლიო ბანკს, გაეთვალისწინებინა ახლადშექმნილი გარემოება და პრობლემის მოგვარების გზების შესახებ ემსჯელა.

საბოლოო გადაწყვეტილება, ამ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ მსოფლიო ბანკის დასკვნის შედეგად იქნება მიღებული“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42