გზების რეაბილიტაციისთვის საქართველო 75 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:07, 09 Jul, 2014     3315

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დამატებით, 75 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება. საფინანსო ხელშეკრულებას ხელი დღეს საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა უკვე მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი ესწრებოდა.

მსოფლიო ბანკი საქართველოს სახელმწიფოს აღნიშნულ თანხას გრძელვადიანი სესხის სახით გამოუყოფს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით: „მსოფლიო ბანკი კვლავ განაგრძობს საქართველოსთვის მხარდაჭერას პროგრამების განხორციელების მიმართულებით. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული სახსრები შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის განხორციელებას მოხმარდება.“

„პროექტის მთავარი ბენეფიციარები ადგილობრივი მაცხოვრებლები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და გზით მოსარგებლეები არიან. პროექტის განხორციელების შემდეგ, მათ ბაზარსა და საჭირო მომსახურებებზე მეტი წვდომა ექნებათ“, _ აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის მიზანს სატრანსპორტო ხარჯების შემცირება და შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ქსელების მართვის მდგრადობის გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში მოხდება 200 კილომეტრი სიგრძის გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია, რის შედეგადაც სამ ქალაქთან (თელავი, სამტრედია და წალენჯიხა), 126 სოფელთან და დაახლოებით 45 600 ოჯახთან დაკავშირება გამარტივდება, რაც, დაახლოებით, 138 000 ადამიანს გულისხმობს. ამ სოფლების უმეტესობა ისეთ რეგიონებში მდებარეობს, სადაც გადაადგილება ჭირს და და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული. ასევე, მოსალოდნელია, რომ პროექტი დაბალშემოსავლიან მოსარგებლეთა ტრანსპორტის საჭიროებებს დააკმაყოფილებს და მიზნობრივ რეგიონებში, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე უკეთესი წვდომის მეშვეობით, ადგილობრივ დონეზე განვითარებას ხელს შეუწყობს.

„იმ გზების ნუსხა, რომელიც სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს, შევათანხმეთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან. მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი მონაკვეთის, ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი, დაახლოებით, 15 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. ამავე პროექტის ფარგლებში, განხორციელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების აქტივობები. ასევე, დაგეგმილია კვლევა, რომელიც მოიცავს სოფლის მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვაში, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის“, _ განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42