შალვა ფიფიამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის შესახებ კონფერენცია გახსნა
საზოგადოება - 15:25, 09 Jul, 2014     1672

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კონფერენცია თემაზე „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკა საქართველოში“გაიმართა.

კონფერენციის მიზანს, სადღეისოდ მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობითა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით საქართველოში კოოპერაციის განვითარების ყველაზე რეალისტური და ქმედითი მოდელების გამოვლენა, შერჩეული მოდელების დანერგვისათვის აუცილებელი საორგანიზაციო, ადამიანური და ფინანსური რესურსების იდენტიფიკაცია, ასევე სპეციფიკური წამახალისებელი ღონისძიებებისა და რეკომენდაციების შეთავაზება პარლამენტისა და მთავრობისთვის, შერჩეული მოდელების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობითი ღონისძიებების დასახვა წარმოადგენდა.

კონფერენცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ გახსნა. მინისტრმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,დღევანდელი შეხვედრა და, ზოგადად, მსგავსი ტიპის შეხვდრები ჩვენ საშუალებას გვაძლევს დავგეგმოთ კონკრეტული აქტივობები სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივების განვითარების ხელშეწყობისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია კოოპერატივებში გაწევრიანებულმა ფერმერებმა, გლეხებმა, მეწარმეებმა ერთიანი ადამიანური, მატერიალური, ტექნიკური რესურსით შეძლონ დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, აწარმოონ მაღალი სტანდარტის, ხარისხიანი პროდუქცია, დაიმკვიდრონ ადგილი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში შეიტანონ საკუთარი წვლილი“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობისადმი მიძღვნილ კონფერენციას საქართველოს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების, ასევე დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილები გაეცნენ კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში, კოოპერატივის ტიპებს ევროკავშირში, სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და ინოვაციურ მიდგომებს კოოპერატივების ხელშეწყობის მიმართულებით. განიხილეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შერჩეული მოდელის დანერგვისათვის აუცილებელი საორგანიზაციო, ადამიანური და ფინანსური რესურსების იდენტიფიკაციის საკითხები, სპეციფიკური წამახალისებელი ღონისძიებებისა და რეკომენდაციების შეთავაზება პარლამენტისა და მთავრობისთვის. შერჩეული მოდელების ფართო საზოგადოებისათვის ეფექტიანად მიწოდების ღონისძიებების დასხვის საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, დონორი ორგანიზაციების, საერთაშორსო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, ფერმერები, კოოპერატივების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

კონფერენცია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიმდინარე პროექტის, „საქართველოს სოფლისმეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტები ფინანსდება “ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის” (ENPARD) ფარგლებში ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42