საქართველომ 92.7 მლნ აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე მსოფლიო ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:50, 09 Jul, 2014     3553

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა გააფორმეს საფინანსო ხელშეკრულება განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების (DPO III) ფარგლებში საქართველოსთვის დაახლოებით 92.7 მლნ აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ.

„ჩვენმა ხელისუფლებამ კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური ზრდის განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა წარმატებით განახორციელა. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება მოგვცემს ამ რეფორმების გაგრძელებისა და ყოვლისმომცველ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელების საშუალებას. ახალი ხელშეკრულება მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის 2014-2017 ფისკალურ წლებში დაგეგმილი თანამშრომლობის ნაწილია, რომელიც სრულად მოიცავს მთავრობისთვის პრიორიტეტულ სექტორებს და თანხვედრაშია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

„განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიება მიმართულია საქართველოს კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს ქვეყანაში შემდგომი სტრუქტურული რეფორმების, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ. კონკურენტული გარემოს შექმნისა და ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი პროგრამა საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსებით ფინანსდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42