"განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში მონაწილეობა სტუდენტების უპრეცედენტო რაოდენობამ მიიღო"
საზოგადოება - 12:08, 09 Jul, 2014     982
განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში მონაწილეობა უპრეცედენტო რაოდენობის სტუდენტებმა მიიღეს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, 1000 განაცხადიდან 500 შეივსო, გასაუბრებაზე დაბარებული იყო 116 სტუდენტი, დაფინანსება კი საბოლოო ჯამში 78-მა მოიპოვა.

„მოხარულები ვართ, რომ აბსოლუტურად ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად მოვახდინეთ სტუდენტების შერჩევა. პრინციპში, უპრეცედენტო შეფასების მოდელი დავნერგეთ. გარდა იმისა, რომ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმები იყო, კომისიის შემადგენლობა აბსოლუტური გამჭვირვალეობის და ობიექტურობის გარანტს იძლეოდა. ვფიქრობ, ამაში გასაუბრებაზე მყოფი სტუდენტებიც დარწმუნდნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, მზად ვართ, იმ ადამიანებს, ვისაც კითხვები აქვთ და ვერ მოხვდნენ წელს ივლისის შერჩევაში, დეტალურად გავცეთ პასუხი, თუ რატომ ვერ გაიარეს კონკურსი, რათა შემდეგ მათ კიდევ სცადონ და სექტემბერში მომზადებულები მოვიდნენ. ეს პროექტი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რადგან სახელმწიფო ფულს დებს ერთი მიზნით, რომ ეს სტუდენტები უკან დაბრუნდნენ და მათ მიერ მიღებული ცოდნა მივმართოთ სახელმწიფო და საჯარო სექტორში“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს პროექტი არის იმის გარანტია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ძლიერი პროფესიონალების მთელი გუნდი ეყოლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42