ინციდენტი ზურაბ ზვიადაურსა და „სტუდია რეს" ჟურნალისტებს შორის
საზოგადოება - 19:06, 08 Jul, 2014     3068
„ქართული ოცნების“ ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურსა და „სტუდია რე“–ს ჟურნალისტებს შორის ინციდენტი მოხდა. ახმეტაში ფილმის გადაღებისას, დეპუტატი „სტუდია რეს" თანამშრომლებთან მივიდა და უსაყვედურა რატომ არ იყო გადაღებები მასთან შეთახმებული. დეპუტატი გადაღებაზე მყოფ ადგილობრივებს გამოეკიდა და დაემუქრა.

„თუშებს უნდათ ცალკე მუნიციპალიტეტი შექმნან, რომელიც მთიან თუშეთს, ქვემო და ზემო ალვანს და კასრისწყალს გააერთიანებს. ამაზე დავიწყეთ გადაღებები, ორი დღე ვიმუშავეთ ალვანში და შემდეგ ბახტრიონზე გვინდოდა ახმეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ზაქრო ქინქლაძის ჩაწერა, ალვანის ველის ფონზე. ინტერვიუ რომ დამთავრდა, ამოვიდა დეპუტატი ზვიადაური და დაინტერესდა რა ხდებოდა იქ, რა თემაზე ვიყავით შეკრებილები. უკმაყოფილო იყო, პრეტენზია გამოთქვა, რატომ არ ვიცოდი მე ამ გადაღებების შესახებო. მე გამეღიმა, რატომ უნდა სცოდნოდა ვთქვათ რაიონის დეპუტატს ეს და ვუთხარი, მალე თქვენთანაც მოვალთ, მაგრამ როგორც ჟურნალისტებს, არ გვევალება რაიონში დეპუტატების თუ ადმინისტრაციის გაფრთხილება მეთქი. ზვიადაური თანმხლებ პირებთან ერთად იყო და სურათებს გვიღებდნენ“, - განაცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „სტუდია რეს" ხელმძღვანელმა, კინოდოკუმენტალისტმა მამუკა ყუფარაძემ.

„სტუდია რეს" რესპონდენტი ზაქარია ქინქლაძის (რესპუბლიკური პარტიის ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ახლადარჩეული საკრებულოს წევრი) გარდა „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი ოთარ კვირიკაშვილიც იყო. კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ შტაბი პროტესტის ნიშნად თვითმმართველობის არჩვნების პირველ ტურამდე დატოვა. მეორე ტურში მხარს „ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციიდან“ ახმეტის გამგებლობის კანდიდატს ზურაბ ფილაშვილს უჭერს.

„სტუდია რეს" მე და ზაქრო ქინქლაძე უნდა ჩავეწერეთ, როგორც თუშეთის თემის შექმნის მხარდამჭერები. დაახლოებით ნახევარი საათი მიმდინარეობდა გადაღებები, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. ზურაბ ზვიადაურს გაუგია, რომ იქ ვიყავით და ფილმის გადაღება მიმდინარეობდა ამ თემაზე. ამოვიდა და შორიდან დამიძახა - ვა, კვირიკაშვილიო. ვა, ამას და ქინქლაძეს ერთად რა უნდათო? გადაუღე, გადაუღეო თავის ფოტოგრაფს უყვიროდა. მე და ზაქრო ცოტა შორი-შორს ვიდექით და ეძახდა, ჩასვი კადრში ერთადო. დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით იყვნენ ჩვენგან. ეს ფოტოები იმიტომ სჭირდებოდა, რომ ვითომ ბურჯანაძე და „რესპუბლიკელები“ შეკრულები არიან, ზვიადაურს ღალატობენ და იმიტომ ვერ იგებს არჩევნებში ახმეტა. ჯერ ერთი, მე ბურჯანაძესთან არ ვარ, ზურაბ ფილაშვილს ვუდგავარ გვერდით. გადამღებ ჯგუფთან მივიდა, რატომ იღებთ ამათ, ხომ იცით ესენი ვინ არიანო, ჩვენს დიკრედიტაციას ახდენდა. მისი არაადეკვატური საქციელის გამო ჩავსხედით მანქანაში და წამოვედით. ბახტრიონიდან ცუდი გზაა და ნელა მოვდიოდით. უცბად ბახტრიონის ხიდზე სიგნალებით დაგვეწია მანქანა. მოგვიშვა ზედ, ფანჯარას ჩაუწია - „შეგჭამთ, შეგჭამთო“ - ღრიალებდა. მთელი ტანით გამოვიდა ფანჯრიდან და ყვიროდა, გააჩერეთ მანქანაო. წინ გადაგვიყენა და სხვა გზა აღარ იყო, უნდა გაგვეჩერებინა, თან ვიფიქრეთ პოლიციას დაგვახვედრებსო. გადმოხტა, ზაქროც აპირებდა უკვე მანქანიდან გადასვლას. ზაქროს ძმისშვილმა ბექამ სთხოვა, წავიდეთო. ზაქრომ დაძრა მანქანა, ეს მოახტა მანქანას, ფანჯარას მუშტები დააყარა, მერე ფეხით გამოგვეკიდა და ურტყამდა მანქანას“, - განაცხადა ოთარ კვირიკაშვილმა.

აღნიშნულს ფაქტს ადასტურებენ ზაქარია ქინქლაძე და მისი ძმისშვილი ბექა ქინქლაძეც, თუმცა ზაქარია ქინქლაძე ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს.

„ბახტრიონის გორაზე ვიყავით, ჟურნალისტებმა ჩაწერეს ზაქრო და უკვე რომ მოვრჩით ყველაფერს, მოვიდა ზვიადაური თანხმლებ პირებთან ერთად. ერთ-ერთს ფოტოაპარატი ეჭირა. ამან დაუწყო ყვირილი, დროზე, დროზე ამათ ერთად გადაუღეო, არვიცი რატომ უნდა გადაეღოთ, ცუდს რას ვაკეთებდით. მოვიდა და ამ ჟურნალისტებთანაც ისეთი ლაპარაკი დაიწყო, რომ ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობდა. ამათ რატომ ეკითხებით აზრს, რატომ წერთ, ჩემი ნებართვის გარეშე რატომ მოხვედითო. კონფლიქტის წამოწყება უნდოდა, მაგრამ გამოვერიდეთ და არ ავყევით. გზაშიც მანქანა გადაგვიყენა წინ და პროვოკაციას ცდილობდა“, - განაცხადა ბექა ქინქლაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის ზურაბ ზვიადაურს დაუკავშირდა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა და მოგვიანებით გვიპასუხებდა, შემდეგ კი სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.


წყარო: "კახეთის საინფორმაციო ცენტრი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42