საჯარო რეესტრში ტოპოგრაფიული რუკებისთვის პირველი ქართული კლასიფიკატორი შეიქმნა
საზოგადოება - 17:40, 08 Jul, 2014     3066
საქართველოში ციფრული ტოპოგრაფიული რუკებისთვის პირობითი ნიშნების სტანდარტი დღემდე არ არსებობდა. ქართველი ტოპოგრაფები და კარტოგრაფები, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული, მხოლოდ ძველი ტოპოგრაფიული რუკებისათვის განკუთვნილი კლასიფიკატორით სარგებლობდნენ. ტოპო-რუკებისათვის პირობითი ნიშნების ჩამონათვალი წიგნების სახით არსებობდა რუსულ ენაზე და ტოპოგრაფიული რუკის შესაქმნელად ერთადერთ სახელმძღვანელოს წარმოადგენდა. რუკები ქაღალდზე ხელით იხაზებოდა.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის დღის წესრიგში დადგა ციფრული სტანდარტის შექმნის საკითხი, რომელიც ნორმატიული დოკუმენტის სახეს მიიღებს. დოკუმენტი სახელმძღვანელოს ფუნქციას შეასრულებს ტოპოგრაფიული რუკის დამკვეთი ყველა სახელმწიფო უწყებისათვის.

1:10 000 მასშტაბის ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შესაქმნელად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრული ტექნოლოგიური პროცესი შეიმუშავა. შეირჩა და დაკომპლექტდა დაახლოებით 600 პირობითი ნიშანი (სიმბოლო); ყველა მათგანს ინდივიდუალური უნიკალური კოდი მიენიჭა. შეიქმნა ციფრული სტანდარტი Georgia_10 000 „STYLE” – პირველი ქართული კლასიფიკატორი, რომლის საშუალებითაც ციფრული ტოპოგრაფიული რუკის კარტოგრაფიული გაფორმება მოხდება.

ახალი ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკა ქვეყანას სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამუშაოების წარმოებაში, სამოქალაქო და სამხედრო ტიპის საინჟინრო ნაგებობათა დაგეგმარებაში, ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში დაეხმარება.

ციფრული ტოპოგრაფიული რუკები მთავარი საფუძველია ადგილმდებარეობის დეტალური შესწავლისათვის, დასახლებული პუნქტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის, საავტომობილო და სარკინიგზო გზების, სამელიორაციო სისტემების, ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სხვადასხვა სახის საპროექტო-საძიებო სამუშაოების განსახორციელებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42