პროექტის ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფინანსდა როგორც 74 ახალი საწარმო, ასევე გაძლიერდა/გაფართოვდა 500-ზემეტი. შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის 30-ზემეტი დარგი.
გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული 74 ახალი საწარმოს მიმართ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს.
საფინანსო ინსტიტუტების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების და მედიის წარმომადგენლებისთვის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული 74 ახალი საწარმოს პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ და პროექტის მენეჯერმა ირაკლი მოისწრაფიშვილმა გამართეს. პრეზენტაციაზე სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონებისა და დარგების მიხედვით გაცემული სესხებისა და დაფინანსებული საწარმოების შესახებ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით ნატროშვილმა შემაჯამებელ გამოსვლაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.
,,2013 წლიდან სახელმწიფოს ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების შედეგად, სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის განვითარებისთვის არაერთუპრეცედენტო და მნიშვნელოვანპროექტს ახორციელებს. მათ შორის არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომელიც წელიწადზე მეტია წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ნატროშვილმა.
პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსი გიორგი მიშელაძე და ახალი საწარმოების დამფუძნებლებიც ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა პრეზენტაციის დროს იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელთა ფარგლებშიც სამომავლოდ მხოლოდ ახალი საწარმოების გახსნა იგეგმება. ეს პროექტებია: „გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება“ და „აწარმოე საქართველოში“.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის განხორციელება 2013 წლის 27 მარტიდან დაიწყო. პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა. დღეის მდგომარეობით პროექტის ფარგლებში 18 000-ზე მეტ მსესხებელზე გაცემულია 400 მლნ-მდე ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტი.
მასალის გამოყენების პირობები






