წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 12.2%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (11.8%-ით), ისე მეორადი (12.2%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2013 წლის ივნისის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.089 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.995). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (7.2%-ით), ისე მეორადი (9.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2013 წლის ივნისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 8 656, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 37 146 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.782 და 1.198 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. ივნისში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.1%-ს მეორადი, ხოლო 18.9%-ს პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2013 წლის ივნისში კი - შესაბამისად 80.7% და 19.3%).
მასალის გამოყენების პირობები






