სამტრედია-გრიგოლეთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა იწყება
საზოგადოება - 15:22, 08 Jul, 2014     3835

სამტრედია–გრიგოლეთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11.5 კმ–იანი მონაკვეთის მშენებლობის გახსნის ღონისძიება დღეს გაიმართა.

მშენებლობა ვიცე–პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დავით შავლიაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციის - ევროპის საინვესტიციო ბანკისა და მშენებელი უკრაინული კომპანია „ალტკომი“–ს წარმომადგენლები.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა საქართველოს ძირითადი სატრანზიტო დერეფნის - E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. მშენებლობა, პირველ ეტაპზე იწყება 1 ლოტზე, რომლის სიგრძე 11.5 კმ-ია. აღსანიშნავია, რომ პროექტში დასაქმებული მუშახელის 80% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

პროექტით გათვალისწინებულია ახალი მიმართულების 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობა, 26 მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მოწყობა, 8 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, მათ შორის 3 ხიდისა და 1 რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი- ესტაკადისა.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის I ლოტი გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლები, გორმაღალა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: I მაისი, გაუწყინარი.

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. ახალი გზა, ამ მონაკვეთზე გასავლელ მანძილს 45%-ით შეამცირებს. მოძრაობა გახდება კომფორტული, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი და გაადვილდება ტრანზიტი.

პროექტის დონორი ევროპის საერთაშორისო ბანკია. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM”. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 153 მილიონი ლარია, სამშენებლო პერიოდი კი 30 თვეს მოიცავს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42