თეა წულუკიანმა მედიაციის ცენტრი გახსნა
საზოგადოება - 15:13, 08 Jul, 2014     1583
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ცოტნე დადიანის ქ. №34) მედიაციის სახლი გახსნეს.

მედიაციის სახლში განთავსდა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორი სამმართველო, რომლებიც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციასა და მედიაციის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე იმუშავებენ. მედიაციის სახლის უმთავრესი დანიშნულება მედიაციის ხელშეწყობა და მისი გამოყენების სფეროების გაფართოებაა. მედიაცია დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

ახალი შენობის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მედიაციის გაფართოება გადაწყვიტა. აქამდე მედიაცია მხოლოდ იმ არასრულწლოვნებისთვის ხორციელდებოდა, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე დანაშაული. კერძოდ, კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდი პროკურორის მიერ გადაწყვეტილების მიღების ეტაპიდან განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ერთვება და იღებს შანსს, განერიდოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (ერთი შანსის პრინციპი).

დანაშაულის პრევენციის ცენტრის დახმარებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და, შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 652 არასრულწლოვანი განერიდა, მათგან 142 კი მედიაციის პროცესში ჩაერთო დაზარალებულთან ერთად.

მედიაციის სახლში სპეციალური პროგრამები ამოქმედდა იმ მოზარდთათვის, რომლებსაც არ ჩაუდენიათ დანაშაული, მაგრამ ხასიათდებიან ანტისოციალური ქცევით და მათი მხრიდან კანონდარღვევის რისკი მაღალია. სპეციალურად მათთვის მედიაციის სახლში იმუშავებს ახალგაზრდული ცენტრი, სადაც არასრულწლოვნებს დროის საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარების საშუალება ექნებათ.

დანაშაულის პრევენციის ცენტრი მუშაობას საოჯახო მედიაციის კუთხითაც გეგმავს. პრიორიტეტული იქნება ისეთი შემთხვევები, რომლებიც ოჯახური კონფლიქტის დროს არასრულწლოვანთა ინტერესებს აზიანებს ან მათზე ძალადობის საფრთხეს შეიცავს.

მედიაციის სახლის ინტერიერი მყუდრო და კომფორტულია; აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციარებმა ამ სივრცეში დაცულად იგრძნონ თავი და თავისუფალი დროის გატარების სურვილი გაუჩნდეთ.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შედეგების ანალიზი აჩვენებს, რომ მედიაციით განხორციელებული განრიდების შემთხვევათა დიდი უმრავლესობა წარმატებით დასრულდა და განმეორებით ჩადენილი დანაშაულის რიცხვი მინიმუმამდეა დაყვანილი. წარმატებულმა გამოცდილებამ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მედიაციის მიმართულებით ახალი პროგრამების დანერგვის შესაძლებლობა მისცა. ცენტრის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, კიდევ უფრო მეტი სერვისი შესთავაზონ მათ და დაეხმარონ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნაში.

მედიაციის სახლი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეეცდება, დანერგოს ისეთი პრაქტიკა, როგორიცაა: ოჯახური მედიაცია, სკოლის მედიაცია და ქუჩის მედიაცია. აღნიშნულ სფეროებში მედიაციის დანერგვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დანაშაულის პრევენციაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42