თბილისის ეროვნულ პარკში გამოჯანმრთელებული შველი გაუშვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ვანის რაიონის, სოფელ ძულუხში, ტყიდან გამოქცეული შველი ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩნდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქემ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აცნობა.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველს, რომელსაც მრავალი ნაირევი ჰქონდა, ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს და დროებით, სრულ გამოჯანმრთელებამდე თბილისის ზოოლოგიურ პარკს მიაბარეს.
სპეციალისტების დასკვნით ცხოველი უკვე ჯანმრთელია და მისი ველურ გარემოში დაბრუნება პრობლემას არ წარმოადგენს. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ზოოპარკის თანამშრომლებმა შველი ბუნებრივ გარემოში, თბილისის ეროვნულ პარკში გაუშვეს“,- აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.






მასალის გამოყენების პირობები






