"არ შეიძლება ოქრუაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა, ის არის მოძალადე, უკანონობის დამკანონებელი".
საზოგადოება - 13:26, 08 Jul, 2014     2210
გორის წისქვილკომბინატის ყოფილი მფლობელები პროკურატურას მიმართავენ და წართმეული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვენ.

როგორც დღეს გორის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე წისქვილკომბინატის ყოფილმა მფლობელებმა მირიან ოქროშიაშვილმა და გიორგი ორთანეზაშვილმა განაცხადეს, ირაკლი ოქრუაშვილმა 2004 წელს ქონება უკანონოდ წაართვა რის დაბრუნებასაც ისინი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.

ოქროშიაშვილის თქმით, მათ პროკურატურას ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მიმართეს და მტკიცებულებებიც წარუდგინეს, რომ წისქვილკომბინატის წართმევა უკანონოდ მოხდა, თუმცა გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით არ დაწყებულა.

ოქროშიაშვილი და ორთანეზაშვილი პროკურატურას დროული და ობიექტური გამოძიების ჩატარებას სთხოვენ. მათივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელევიზიით აღიარა, რომ წისქვილკომბინატი მფლობელებს ნამდვილად მან ჩამოართვა.

წისქვილკომბინატის ყოფილი მფლობელების დღევანდელ ბრიფინგს ბრალდებების ადრესატი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც გორის ვიცე-მეორობას გეგმავს არ გამოხმაურებია.

ოქროშიაშვილი კი გორელებს მოუწოდებს ოქრუაშვილს არჩევნებზე ხმა არ მისცენ რადგან იგი მოძალადე და უკანონობის დამკანონებელია.

"ირაკლი ოქრუაშვილი, კაცი რომელიც ყოველთვის თავს აყენებდა კანონზე მაღლა, მაგან თვითონ აღიარა ტელევიზიით რომ, "ფორტე" გორის წისქვილ-კომპინატი ჩამოგვართვა ჩვენ მეპატრონეებს 4 მოწილეს. ეს იყო სრულიად უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, მან იცრუა როდესაც თქვა რომ ეს ქონება ჩაბარებული იყო სახელმწიფოზე, არავითარ სახელმწიფოზე ეს ქონება ჩაბარებული არ ყოფილა გადაგვაფორმებინეს ნოტარიუსში ვინმე პაპუნაშვილზე, ნუკრი პაპუნაშვილი მეტსახელად "პეპელა" გამგებლის მოადგილე იყო იმ დროისთვის. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ რეესტრში, იმ დროს 2004 წელში რომ ეკონომიკის სამინისტროს არ ჰქონია ჩაბარებული ეს ქონება. მომიყვანის მათთან დაახლოვებული პირები ჩამისვეს წილებში, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ ინვესტიცია ამის საფასურად, ეს თანხაც ჩვენ ავიღეთ ბანკიდან, პირადად მე და ერთმა მოწილემ გიორგი ორთანეზაშვილმა, მთლიანად ჩავდეთ ჩვენი ქონება სახლები, რაც კი ქონება გაგვაჩნდა და ეს თანხაც მილიონ ორასი ათასი გადაგვარიცხინეს სპეციალურ ანგარიშებზე ზუსტად ოქრუაშვილის მითითებით სადაც იყო ჩასარიცხი ეს.

ამის შემდეგ როდესაც შეიცვალა ხელისუფლება ჩვენ პროკურატურას მივმართეთ და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, გავიდა 2 წელი ძვრაც არ არის. მივმართავ პროკურორ ქობულაშვილს - რატომ არ დაკითხა ოქრუაშვილი? რატომ არის ეს საქმე გაჩერებული? ყველა დოკუმენტი გვაქვს ამ ჩარიცხვების და ამ წართმევების. მე ვეკითხები გორელებს გვინდა ეგეთი კაცის ხელისუფლებაში მოსვლა? გვინდა ეგეთი მოძალადე კაცი? ფაქტობრივად როდესაც ეგ კაცი ხელისუფლებაშია არავის ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად.

როდესაც პრობლემები შეექმნა ძველ ხელისუფლებასთან ერთი კაცი არ დაუდგა გვერდით, უღირსად გამოვიდა იქიდან. იძახის ღირსეულად გამოვედიო, ღირსეულად როგორ გამოვიდა? ღირსეულად უჭირავს მაგალითად თავი ვანო მერაბიშვილს მაგასთან შედარებით.

მე ვთხოვ პროკურატურას სასწრაფოდ გაატაროს ზომები, თუ არადა არის კიდევ სხვადასხვა ინსტანციები და მივმართავთ. თუ საჭირო იქნება ჩვენ სტრასბურგშიც ვიჩივლებთ. არ შეიძლება ოქრუაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა ეს არის მოძალადე, უკანონობის დამკანონებელი, მე არ ვიცი თუ ასეთი ხელისუფლება გვინდა გორში კარგად ყოფილა გორელების საქმე", - აცხადებს მირიან ოქროშიაშვილი.


გიორგი ახალკაცი, გორი, "ნიუპოსტი"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42