„აქ ლაპარაკია, რომ ჩვენს ტერიტორიაზე შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო ზონა, რაც ბიზნესს მისცემს საშუალებას განახორციელოს ინვესტიციები სხვადასხვა მიმართულებით“, - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი.
საზღვრისპირა სოფლის მცხოვრები ამბობენ, რომ ერგნეთის ბაზრის აღდგენის შემთხვევაში საკუთარი პროდუქტის გაყიდვის შესაძლებლობა ექნება. თუმცა მათივე თქმით, აღნიშნული ბაზრის გახსნის შემთხვევაში უკონტროლო საქონლის და ნარკოტიკების შემოტანის ალბათობა გაიზრდება.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი გამორიცხავს, რომ გამყოფ ხაზებთან ე.წ. ერგნეთის ბაზრის იდენტური პროექტი შემუშავდეს.
„არ იქნება ერგნეთის ბაზრობის კოპირება და გახსნა, ეს შემიძლია ნამდვილად გითხრათ“, - აცხადებს პეტრიაშვილი.
ვიცე-პრემიერის კახი კალაძის ინფორმაციით, კი ასეთი ზონის პირველი პრეცედენტი მალე ზუგდიდში იქნება.
„ჩვენ აფხაზ ძმებს შესაძლებლობა ექნებათ გადმოვიდნენ ქალაქ ზუგდიდში და ისარგებლონ თანამედროვე სტანდარტების სუპერმარკეტებით“, - განაცხადა კახი კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






