მხატვარ ვალერი მარგიანის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია
კულტურა - 19:31, 07 Jul, 2014     2406
თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინიციატივით გაიმართება 70–იანელთა ერთ–ერთი საინტერესო მხატვრის, ვალერი მარგიანის (1941–2003) ნამუშევრების გამოფენა და ცენტრის მიერ დაფინანსებული ალბომის პრეზენტაცია.

ვალერი მარგიანი დაიბადა სვანეთში, იქვე სწავლობდა სკოლაში, შემდეგ იყო ი.ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი, აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი და ასპირანტურა. მალევე გახდა მხატვართა კავშირის წევრი, მოგვიანებით კი იუნესკოსთან არსებული მხატვართა საერთაშორისო გაერთიანების წევრი. ბოლოს სსრკ–ს ფარგლებში, როგორც შემდგარი მხატვარი, პირველ ათეულში მოხვდა. მისი ფერწერული ტილო მოსკოვში ტრეტიაკოვის გალერეაში მუდმივ ექსპოზიციაშია დაცული. 1987 წ. ახალგაზრდა მხატვარმა ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი დაიმსახურა. მისი ნამუშევრები დაცულია მრავალი ქვეყნის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში.

ვალერი მარგიანს საკუთარი სამყარო ჰქონდა და ეს სამყარო მთიანეთია – ქართული სინამდვილიდან აღმოცენებული. მან კარგად იცის მთის „ენა“, მისი სტრუქტურა. ესოდენ ჩამოსხმულ–ჩამოყალიბებული, პოეტური გამოსახვის მომხიბვლელობით შესრულებული ტილოები უჩვეულო ძალითაა გასხივოსნებული. სვანეთის გოროზი მთები, ფშავ–ხევსურეთი, თუშეთი, მზით განათებული მყინვარები, ყაბარდო – ჩეჩნეთი, კლდეში გამოკვეთილი აულები,მთის კეთილშობილება და სიძლიერე წლის ყველა დროს, დარში თუ ავდარში… მხატვარს კარგად აქვს გააზრებული ადამიანისა და სამყაროს ჰარმონია. მისი ტილოებიდან გადმოდის სინათლე, შინაგანი ექპრესია, დრამატიზმი, სივრცული ეფექტები – ღრმა მხატვრული აზროვნებით შესრულებული. ვალერი მარგიანის შემოქმედება კი სულის გამოხატულებაა, მას შეუძლია გააღვიძოს ადამიანში მიძინებული გრძნობები, სულის სიღრმეში მიკარგული ვნებანი.

ღნისძიება ხვალ, 8 ივლისს 19:00 საათზე სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში" გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42