კრწანისის რეზიდენციასთან ედუარდ შევარდნაძის ოჯახის დაცვასა და ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შორის ინციდენტი მოხდა.
ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციაზე მანანა შევარდნაძე გამოვიდა და აქციის მონაწილეებს სიჩუმისკენ მოუწოდა. გამსახურდიას მომხრების თმით, ისინი შიშველი ხელებით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას. მანანა შევარდნაძის რეზიდენციაში შესვლის შემდეგ, აქციის მონაწლეებსა და ედუარდ შევარდნაძის ოჯახის დაცვას შორის მცირე ინციდენტი მოხდა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. როგორც ზვიად გამსახურიდას მომხრეები აცხადებენ, დაცვამ ისინი დაარბია და მათ ამისთვის პასუხი უნდა აგონ.
ექს-პრეზიდენტის მომხრეები კრწანისის რეზიდენციასთან ცოტა ხნის წინ შეიკრიბნენ. ისინი შევარდნაძის ხელისუფლების ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც ზვიად გამსახურდიას დამხობაში მონაწილეობა მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






