რატომ გაძვირდა საწვავი საქართველოში და უნდა ველოდოთ თუ არა ფასების კლებას
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:44, 07 Jul, 2014     4862
,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“ როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში საწვავის ფასის ტენდენციებთან დაკავშირებულ საკითხებს იხილავს და მიმდინარე წლის ივლისის თვეში საწვავზე ფასების კლებას პროგნოზირებს.

რამ განაპირობა საწვავის ფასზე მატება? როგორც ,,ნავთობპროდუქების იმპორტიორთა კავშირი მიუთითებს, მაისისა და ივნისის თვეებში საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) გაიზარდა. კერძოდ, ბენზინის ფასი გაზრდილია 58 დოლარით 1033 დოლარამდე/ტონაზე; დიზელის ფასი მომატებულია 27 დოლარით 911.50 დოლარამდე/ტონაზე;

ნავთობის ფასის ზრდა განპირობებული იყო ძითადად ერაყში არსებული კრიზისით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახლავთ. ნავთობის ფასის ზრდას ნაწილობრივ ხელი შეუწყო ასევე რუსეთ-უკრაინის კრიზისმაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა განაპირობა ის, რომ მოხდა საქართველოში საწვავის ფასის ზრდა. კერძოდ, დღეისათვის საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა: სუპერის ტიპის ბენზინი - 2-3 თეთრით/ლიტრაზე, პრემიუმის ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე, რეგულარის ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე, ევრო დიზელი - 2-4 თეთრით/ლიტრზე, L-62 დიზელი - 2-4 თეთრით/ლიტრზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ფასის ადეკვატური ზრდის პირობებში საცალო ქსელში ბენზინის ფასი უნდა გაზრდილიყო საშუალოდ 10 თეთრით/ლიტრზე, ხოლო დიზელის საწვავი - 6-7 თეთრით ლიტრზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ივლისის თვეში საწვავის ფასის კლებაზე საუბრობს, მათი თქმით, ნავთობზე ფასი მცირდება. დღეისათვის ნავთობის ფასი 11 ივნისის შემდგომ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დგას. ფასის კლება განპირობებულია შემდეგით: ერაყში არსებული კრიზისი გავლენას ვერ ახდენს როგორც ნავთობის მოპოვებაზე, ასევე მის ექსპორტზე; ლიბია აპირებს ნავთობის ექსპორტის განახლებას 2 ტერმინალის საშუალებით (აღნიშნული ტერმინალები ერთწლიან ბლოკადაში იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც ლიბიის ნავთობის ექსპორტი 75%-ით შემცირდა). შესაბამისად, მიმდინარე თვეში შემცირებულია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით. კერძოდ, ბენზინის ფასი შემცირებული 11.50 დოლარით/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის ფასი - 13.75 დოლარით/ტონაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42