თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც უდირიჟორებს იტალიელი მაესტრო, ბელგიის ლიეჟის სამეფო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი პაოლო არივაბენი, ის გახლავთ მსოფლიოში ერთ–ერთი ცნობილი და აღიარებული, ყველა დიდი თეატრის სტუმარი – დირიჟორი.
ასევე მონაწილეობას მიიღებენ: ესპანეთიდან ლირიული ტენორი – ჩელსო ალბელო, რომელიც დღევანდელობის ერთ–ერთ დიდ მსოფლიო ტენორად არის აღიარებული, რუმინელი სოპრანო – ელენა მოშუკი, რომელზეც ფრანკო ძეფირელმა თქვა: "როგორც იქნა გამოჩნდა ახალი ვარსკვლავი ოპერის სამყაროში და მადლობა ღმერთს, რომ ის ჩვენ გვაჩუქა". ალბანელი მეცო – სოპრანო ენკელეიდა შკოზა, მას ნამუშევარი აქვს ყველა დიდ დირიჟორთან და ნამღერი აქვს ისეთ დიდ თეატრებში, როგორიც არის, მეტროპოლიტენი, ლასკალა და კოვენთგარდენი. იგივე შეიძლება ითქვას ბარიტონ კრისტოფერ რობერტსონზე.
საღამოზე შესრულდება "ვერდის", პუჩინის" და "ბიზეს" ცნობილი საოპერო ჰიტები. კონცერტი ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
კონცერტის მიმდინარეობისას ნებისმიერ მსურველებს, ნებისმიერი ქსელიდან, მათ შორის "სილქნეტის" და ახალი ქსელების აბონენტებს, შესაძლებლობა ექნებათ აკრიფონ ნომერი 0901900999 (ზარის ღირებულება 1 ლარია.) – და დაეხმარონ: ნინო ჩიქოვანს (22 წლის ნიჭიერ საოპერო მომღერალ, კონსერვატორიის სტუდენტს, რომელსაც მოულოდნელად უმძიმესი დიაგნოზი – ვენურ არტერიული მალფორმაცია დაუდგინდა და მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნა) ქეთევან აბაშიძეს (4 წლის), ნიკოლოზ ვაშაკიძეს (6 წლის) ნანიკო ტორონჯაძეს (11 წლის) ვიტალი კილასონიას (16 წლის).
ზემოთ ჩამოთვლილი ბავშვები მძემედ არიან დაავადებულნი, რამდენიმე მათგანი კი საზღვარგარეთ გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
კონცერტზე დასასწრები ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში.
"თი–ბი–სი" ბანკის ანგარიშის ნომერი: GE18 TB72 7663 6080 1000 05
მასალის გამოყენების პირობები