ახალგაზრდები ბარიერების გარეშე
საზოგადოება - 22:25, 04 Jul, 2014     2181

ახალგაზრდული ასოციაცია "დრონის" ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“-ს მხარდაჭერით დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ერთობლივი პროექტი "ახალგაზრდები ბარიერების გარეშე - ნაწილი II’’ ხორციელდება.

პროექტი საქართველოს სამ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში – სკრის, შაუმიანისა და შავი ზღვის სკოლაში 6 თვის განმავლობაში განხორციელდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე , მაისისა და ივნისის თვეში წარმატებით ჩატარდა პიროვნული განვითარებისა და ფოტოგრაფიის ტრენინგები, ასევე დაიგეგმა ივლისის მეორე ნახევარში გამოფენის ჩატარება, სადაც წარმოდგენილი იქნება ბავშვების მიერე შექმნილი ნამუშევრები.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები. კერძოდ, კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის ჩატარდება ფოტოგრაფიის, კრეატიული მართლწერის,მინანქარზე მუშაობის, ანიმაციისა და პიროვნული განვითარების ტრენინგები. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებთან იმუშავებენ როგორც ქართველი, ასევე ევროპიდან მოწვეული გამოცდილი ტრენერები და კოორდინატორები. უცხოელი მოხალისეები ეწვევეიან დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებსაც, სადაც მოახდენენ თავიანთი კულტურისა და ტრადიციების პრეზენტაციას.

ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა ჩასახლებებსა და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან. ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ახალგაზრდებსა და მოზარდებთან, სოციალური თვითშეგნების ამაღლებასა და საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრირებას. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მხარდაჭერით წელს მეორედ იმართება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42