ნახევარფაბრიკატების მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საზოგადოება - 16:16, 04 Jul, 2014     9456

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორის ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ საწარმოს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა და კანონმდებლობის შესაბამისად 1000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გაამოს" ძეხვეულის საამქროს ხორცის მოსამწიფებელ მაცივარში დაუდგენელი წარმომავლობის საქონლის გულ-ღვიძლი აღმოჩნდა, რომელსაც შესაბამისი დოკუმენტი - ფორმა 2 არ ახლდა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დამატებით 1000 ლარით დაჯარიმდა.

არაგეგმური ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქ. გორში, მელიქიშვილის #27-ში მდებარე ნახევარფაბრიკატების საწარმოში დაცული არ არის ჰიგიენის ზოგადი წესით დადგენილი მოთხოვნები. ასევე, კამერა-მაცივარში გაყინული თევზის შენახვა არ ხდება ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; მაცივარში, სადაც ხორცი ინახება, ხდება კონდენსატის დაგროვება. ეს არის იმ კრიტიკული შეუსაბამობების ჩამონათვალი, რიც გამოც "გაამოს" შეუჩერდა ფარშისა და შებოლოლი თევზის წარმოება.

ინსპექტირებისას აღმოჩნდა ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები: საწარმოს არ გააჩნია ფქვილის შესანახი იზოლირებული ფართი; ხინკლის საამქროში არ არის ცხელი წყალი; ხინკლის, პელმენის და თევზის შესაბოლი საამქროს კედლები არ არის ადვილად რეცხვადი/დეზინფიცირებადი; ჭერში ხდება ჭუჭყის დაგროვება; არ არის დაცული გატარებული ხორცის შენახვის ვადები; ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა პროდუქციის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი კვლევის ოქმი; გარდა ამისა, პერსონალი არ იყენებდა დამცავ ტანისამოსს და მათ არ ჰქონდათ გავლილი სურსათის ჰიგიენის საკითხებზე ინსტრუქტაჟი.

კანონმდებლობის შესაბამისად ამ კრიტიკული და არაკრიტიკულ შეუსაბამობების გამოსასწორებლად მეწარმეს დაუწესდა გონივრული ვადა. ხოლო საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და წესების დაცვით განადგურდება“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42