მეუფე ისაია ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოსვლას რამდენიმე თვეა ვერ ახერხებს
საზოგადოება - 15:33, 04 Jul, 2014     4629

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტს მეუფე ისაიას ნიქოზის საკათედრო ტაძარში უკვე რამდენიმე თვეა წირვა ლოცვა არ აღუვლენია. ამის მიზეზი ის არის რომ, მეუფე ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ ახალგორიდან უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებს. როგორც "ნიუპოსტთან" პირად საუბარში ნიქოზში მეუფე ისაიას რეზიდენციაში ამბობენ, ის ახალგორში მოქმედი ეკლესია მონასტრების მოსანახულებლად ორ თვეზე მეტია რაც წავიდა და უკან არ დაბრუნებულა. რეზიდენციაში იმასაც გვეუბნევიან, რომ ამის მიზეზი დე-ფაქტო ცხინვალის მიერ დაწესებული შეზღუდვებია, რომელიც ახალგორის ტერიტორიაზე შესასვლელად და გამოსასვლელად ვრცელდება. ნიქოზელების გარკვეულ ნაწილს მეუფე ისაიას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაციები აქვთ. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება, მეუფე ოკუპანტებმა დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

" ზუსტად არ ვიცი რა ტერიტორიაზე აიყვანეს მაგრამ, ის რომ რუსებს დაკავებული ჰყავთ ვიცი, ცხინვალში ჰყავთ",- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი.

თუმცა აღნიშნული ინფირმაციის საპირისპირო განცხადებებს აკეთებს ნიქოზელების კარკვეული ნაწილი.

"როგორც ვიცი ახალგორში იმიტომ არის გაჩერებული რომ, რიგს ელოდება. საბუთის უქონლობის გამო ვერ ბრუნდება. ორი სამი თვეა რაც იქ არის", - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი ტრისტან ლომსაძე.

"ნიუპოსტი" ნიქოზის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ესაუბრა, რომელსაც ორი კვირის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ მეუფესთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

"ახალგორშია მონასტერში, რომელიც ნიქოზის და ცხინვალის ეპარქიას ეკუთვნის. დროებითი პასპორტი ჰქონდა ფორმა ნომერი ცხრა, ვადა გაუვიდა და ამიტომ ვერ ბრუნდება. ახალი საშვის მიღებას ელოდება. ბოლოს ორი კვირის წინ ვესაუბრე. არ ვიცი როდის დაბრუნდება მითხრა, რომ საშვის მიღებას ელოდება", - აცხადებს იოსებ ლაცაბიძე.

მეუფე ისაიასთან დაკავშირებით საპატრიარქოს ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია.

აღსანიშნავია ის რომ, დე-ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ ბოლო დროს საშვის ე.წ. ფორმა ცხრის მოქალაქეებზე გაცემის პროცესი გაართულა. აღნიშნული საშვით მოქალაქეები ოკუპირებულ ახალგორში შესვლას და გამოსვლას ახერხებენ.


გიორგი ახალკაცი, "ნიუპოსტი", გორი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42