ახალგაზრდა რეჟისორს ლაშა ლომჯარიას მეგობრები მორიგი სპექტაკლის დადგმას ულოცავენ. აკაკი ხორავას სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერა დღეს გათამაშდება. 4, 5, და 6 ივლისს თეატრის მაყურებელი სცენაზე ალბერ კამიუს პიესას იხილავს.
ფსიქოლოგიური დრამების მოყვარული რეჟისორი ამჯერად კამიუს რთულ პიესას „მართალნი“ -ს შეეჭიდა...
პიესის გმირები თავისუფლების მოპოვებას თავადის მოკვლით გეგმავენ. სპექტაკლში მოწვეული მსახიობებიც მონაწილეობენ..
ლაშა ლომჯარია, რეჟისორი: „კამიუს პიესა „მართალნი“ ტერორისტებზეა. კამიუმ რეალური პერსონაჟები გააერთიანა. ამ სპექტაკლით კი გვინდა ჩავიხედოთ ტერორისტების სამზარეულოში და ვაჩვენოთ მაყურებელს, როგორები არიან ისინი, რას აკეთებენ, თუ ტკივათ, უყვართ, ტირიან ... სწორედ ეს გვინდა გადმოვიტანოთ სცენაზე. ვნახოთ, ტუ როგორ მიიღებს ამ ყველაფერს მაყურებელი“.
მასალის გამოყენების პირობები