თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:39, 04 Jul, 2014     2687
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა და პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თბილისი-თიანეთის რეაბილიტირებული მონაკვეთი დაათვალიერეს.

ეს მონაკვეთი თბილისი-თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის ნაწილს წარმოადგენს. მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და 2014 წლის ივნისში დასრულდა. 5კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა: გზის სავალი ნაწილის, მიწის ვაკისის მოწყობის, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების, ხელოვნური ნაგებობების (მილების), ბეტონის კიუვეტებისა და სპეციალური ბეტონის თვალამრიდების მოწყობის სამუშაოებს. გზაზე მოეწყო ახალი საორიენტაციო ბოძები და საგზაო ნიშნები. განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. სარეაბილიტაციო სამუშაოები საგზაო კომპანია „თბილისმა“ შეასრულა.

პროექტის ღირებულებამ 1.894.0 ათას ლარი შეადგენა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შემცირდება სატრანსპორტო ხარჯები და მგზავრობის დრო. 16 სოფლის 3500-ზე მეტი მოსახლისა და ტურისტებისთვის მოგვარდება გადაადგილების პრობლემა.

თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზაზე ასევე, მიმდინარეობს მეორე, 12.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ39-კმ51) რეაბილიტაცია, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის კმ39-კმ51 სარეაბილიტაციო მონაკვეთი დედაქალაქიდან სოფელ ხევსურთსოფლის გავლით თიანეთს უკავშირდება. პროექტის ღირებულება შეადგენს 4.169.9 ათას ლარს და სამუშაოებს შპს „გზამშენი 4“ ასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42