ევროპული სტანდარტის შესაბამისობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტებს ახორციელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:11, 04 Jul, 2014     2981
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ოთარ დანელიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში თემაზე ,,ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები“. კონფერენცია საქართველოსა ბიზნეს პალატის, საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, თბილისის ეკონომიკური ფორუმის-თავისუფალი ტრიბუნა და ორგანიზაციის ,,მსოფლიო გამოცდილება საქართველოში“ ორგანიზებით სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა.

ფორუმზე დეტალურად განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და სასამართლო სისტემის მიმართულებები. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობას, ხელშეკრულების უპირატესობებსა და გამოწვევებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ საკუთარ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. ოთარ დანელიამ დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

,,საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი საერთო ევროპულ ოჯახთან დასაახლოებლად. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ამ შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება(DCFTA) ქართველ მწარმოებლებს საშუალებას მისცემს საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ. ეს ეტაპობრივი პროცესია და ამისათვის, სხვადასხვა მიმართულებით ბევრი მუშაობა დაგვჭირდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო არაერთი პროექტის განხორციელება, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში მოხდეს სისტემური ცვლილებები, განვითარდეს სოფლის მეურნეობა და დაინერგოს საერთაშორისო სტანდარტები. ჩვენ გავაძლიერეთ სურსათის ეროვნული სააგენტო და უკვე მივიღეთ მნიშვნელოვანი ცვლილება სურსათის ეროვნულ კოდექსში. ჩვენ გავწევთ მნიშვნელოვან სამუშაოს იმისთვის, რომ ქართველმა მწარმოებლებმა ევროპული სტანდარტი დააკმაყოფილონ და ქართულმა პროდუქციამ ევროპის ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ეკონომიკური დარგის ექსპერტები, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და სამართლის სპეციალისტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42